logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: სასაცილოა კრიმინალურ ავტორიტეტებთან ალიანსში მინისტრის დადანაშაულება
- +

24 ნოემბერი. 2018. 23:13

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი უწყების მიერ კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურობაზე საუბრობს და ოპონენტების საპასუხოდ სტატისტიკა მოჰყავს. მინისტრის მოადგილის თქმით, ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა გააქტიურებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ამის შესახებ მეზვრიშვილი „ქრონიკას“ ესაუბრა.

 

„ცოტა სასაცილოა, იმ მინისტრის დადანაშაულება კრიმინალურ ავტორიტეტებთან რაიმე ალიანსში და რაიმე კავშირში, რომელმაც მოსვლის პირველი დღიდან ომი გამოუცხადა ფაქტიურად „ქურდულ სამყაროს“ და თვე არ გავა, რომ არ დააკავოს „კანონიერი ქურდი“ ან ქურდული სამყაროს წევრი. ელემენტარულად, სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ბოლო 9 თვის განმავლობაში 52 პირი მარტო საქართველოს ფარგლებს შიგნით არის დაკავებული. აღარ ვსაუბრობ უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთ გააქტიურებულ მუშაობაზე“, - აცხადებს მეზვრიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×