logo_geo
eng_logo
სოციოლოგი მერაბ ფაჩულია: სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში 52 %-ზე მეტს აიღებს
- +

25 ნოემბერი. 2018. 02:45

 

 

კომპანია „გორბის“ დამფუძნებლის, სოციოლოგ მერაბ ფაჩულიას თქმით, მათ  ჩაატარეს კვლევა როგორც პირველი, ისე მეორე ტურის წინ. ფაჩულია აცხადებს, რომ მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 52 %-ზე მეტ ხმას მიიღებს.

 

„მე უფრო მეტ წონას მივცემდი სალომეს ზურაბიშვილს, ვიდრე „გელაპის“ გამოკვლევამ, რომელმაც დათვალა, რომ ის მეორე ტურში 52 %-ს მიიღებს“,  - განაცხადა ფაჩულიამ თუმცა კონკრეტული ციფრი არ დაუსახელებია, რადგან კვლევაზე მათ მუშაობა გუშინ დაასრულეს.

 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? - ტელეკომპანია „იმედმა“ წინასაარჩევნო განწყობების შესახებ კვლევა „გელაპ ინტერნეიშენალს“ დაუკვეთა. ხმები ალოკაციის შედეგად ასე განაწილდა: სალომე ზურაბიშვილი - 52 %, გრიგოლ ვაშაძე - 48 %.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×