logo_geo
eng_logo
ქეთი დოლიძე: ქართველებზე უმადური ხალხი ამქვეყნად არ არსებობს
- +

30 ნოემბერი. 2018. 01:06

 

 

„ივანიშვილმა იმდენი სიკეთე გაუკეთა ქართველ ხალხს, რომ ვერც კი წარმოვიდგენთ, მაგრამ არ უნდათ ამის დანახვა და რას ვიზამთ? რა არის ეს, თუ არა ტოტალური უმადურობა, რომელიც დღეს საქართველოში ძალიან დიდი ჭირია და რომელსაც ყველა ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით“, - განაცხადა რეჟისორმა ქეთი დოლიძემ „გზასთან“ ინტერვიუში სესხების განულებასთან დაკავშირებით საუბრისას.

 

„თუ გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ ადამიანს ვინმე ვალს გაუნულებს და მძიმე ტვირთს შეუმსუბუქებს, ამაში საკამათო რა უნდა იყოს?! ამ ინიციატივას ძირითადად, ოპოზიცია და მისი მომხრეები აკრიტიკებენ, მაგრამ მე მათ არაფერს ვუპასუხებ. თუ დღეს ვინმეს სურს, ქვეყანას „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდეს და ეს უბედურება უკან დაგვიბრუნდეს, მე ასეთ ხალხთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. ჩემი აზრით, ეს დიაგნოზია და საშიში დიაგნოზიც! არ მინდა დავიჯერო, რომ საქართველოში ისეთი ხალხი არსებობს, რომელიც უანგაროდ უჭერს მხარს „ნაციონალებს“. გაიძახიან, - ამ სესხების განულება რაღა არჩევნების წინა პერიოდს დაამთხვიესო? - შევახსენებ, რომ ეს პროცესი დეკემბერში უნდა დაიწყოს, ანუ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ. აბა, რა გითხრათ, ვისაც მარტო ცუდის დანახვა უნდა, სხვას ვერაფერს დაინახავს. ივანიშვილმა იმდენი სიკეთე გაუკეთა ქართველ ხალხს, რომ ვერც კი წარმოვიდგენთ, მაგრამ არ უნდათ ამის დანახვა და რას ვიზამთ? რა არის ეს, თუ არა ტოტალური უმადურობა, რომელიც დღეს საქართველოში ძალიან დიდი ჭირია და რომელსაც ყველა ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით. ქართველებზე უმადური ხალხი ამ ქვეყნად არ არსებობს - ეს ყველაზე დიდი სატკივარია, რომელიც ვერა და ვერ მოვიშორეთ“, - განაცხადა ქეთი დოლიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner