logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: საზოგადოებამ იცის სტაბილურობის ფასი, იცის, რა ფასად დაგვიჯდა, რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ
- +

4 დეკემბერი. 2018. 02:38

 

 

 

„საზოგადოებამ იცის სტაბილურობის ფასი და იცის, თუ რა ფასად დაგვიჯდა ის, რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

 

„მეორე კიდევ, 780 000 ადამიანიდან უამრავია ისეთი, რომელიც არანაირად არ დაუჭერს მხარს არც სისხლისღვრას და არც დაპირისპირების იმ ხარისხს, რომელსაც სააკაშვილი და მისი სატელიტი პარტიები გვთავაზობენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

ვოლსკიმ აღნიშნა, რომ რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2014 წელს წარმოადგინა.

 

„ეს პირველად, 2014 წელს ვთქვით, როცა სააკაშვილი გამოვიდა და პირდაპირ სქემა მოყვა, თუ როგორ აპირებდა რევოლუციური სცენარის განვითარებას. იქ იყო ცალკეული ეპიზოდები, როგორ უნდა მოკვდეს ადამიანი, როგორ უნდა მოეწყოს ბარიკადები, როგორ უნდა შეიქმნას ერთმანეთთან დაკავშირების სისტემა და ა.შ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საქართველოს მოქალაქეებს მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას დიალოგი შეახსენა, რომელიც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ფარული ჩანაწერის სახით გავრცელდა.

 

„ადამიანი რომ ტელევიზიით გამოვა და პირდაპირ დედას შეგაგინებს, უწმაწური სიტყვით მოიხსენიებს, ქართველებს თურმე, რა სჭირდებათ და თავზე თურმე, რა უნდა უქნა, რომ დაგეთანხმონ, ამის შემდეგ არ დარჩება კითხვა, ამ ხალხს რა სჭირდება და რა უნდა. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრმა ადამიანმა სათანადო დასკვნები გააკეთა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

მისი თქმით, დიდი ალბათობით, დაკავებული უკრაინელები კონკრეტული მიზნით იყვნენ ჩამოსული.

 

„მე პროკურორი და გამომძიებელი არ ვარ, მაგრამ დიდი ალბათობით ვუშვებ, რომ ისინი კონკრეტული მიზნით იყვნენ ჩამოსული. სტუმარ-მასპინძლობაში არც ერთი ქართველი არ შეირცხვენს თავს, მაგრამ თუ ამ დაკავებულ ხალხს სტუმარ-მასპინძლობის რამე ეტყობა, არ ვიცი. იარაღი ჩაუდეს, ვითომ. იარაღს აღარ უდებენ და ეს რომ დასჭირდეთ, ზუსტად ისე ჩაუდებდნენ, როგორც ავტომატების არაერთი საწყობია ჩადებული, რასაც სააკაშვილი აკეთებდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

ვოლსკიმ ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, სოციალური ბენეფიტები ხელისუფლებას ვინმემ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ჩაუთვალა, მაგრამ ხელისუფლებას არასოდეს არავისთვის უკითხავს, მხარს რომელ პარტიას უჭერს.

 

„მხარს რომელ პარტიას უჭერს, არასოდეს არავისთვის გვიკითხავს. ისევე, როგორც იმ ადამიანებისთვის არ გვიკითხავს, რომელთა დაღუპული შვილებიც ჩამოვასვენეთ, ან ვისთვისაც წყალი გავაკეთეთ. რეალობა ესაა და ამ რეალობას დანახვა უნდა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×