logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: სადაც დანაშაულის ფაქტი დასტურდება, ყველგან ვახდენთ ადეკვატურ რეაგირებას!
- +

5 დეკემბერი. 2018. 02:04

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გადაცემა „პირისპირში“ რამდენიმე დღის წინ, ქუთაისის აეროპორტში მომხდარ შემთხვევაზეც ისაუბრა

 

„რაც შეეხება ქალბატონ თაკო ჩარკვიანზე თავდასხმის ფაქტს, გამოძიებით ეს დადგენილია, შესაბამისი ბრალიც  უკვე წარდგენილი აქვს დაკავებულს, გამოძიების მხრიდან მოტივი გამოკვეთილია და სწორედ ამის გამო მოხდა დანაშაულის დაუყოვნებლივ აღკვეთა იქ სადაც ეს მოხდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან იძულების მკაცრი ღონისძიების გამოყენება,  ამ შემთხვევაში ვგულისხმობ დაკავებას. ზოგადად, ასეთი ფაქტები დასაგმობია, ასეთია ჩვენი მიდგომა განურჩევლად იმისა, ვინ არის თავდასხმის ობიექტი. ეს ადამიანები ჩვენი მოქალაქეები არიან და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ შემთხვევაში ბუნებრივია ინარჩუნებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს. იქ სადაც დანაშაულის ფაქტი დასტურდება მიუხედავად, იმისა  ვისი მხრიდან არის ჩადენილი დანაშაული ან ვინ არის ძალადობის მსხვერპლი, განურჩევლად ამისა, ვახდენთ ადეკვატურ რეაგირებას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×