logo_geo
eng_logo
„ამ პუბლიკაციით ცხადი ხდება, რომ საააკაშვილი შეშლილი ტერორისტი და მკვლელია“
- +

6 დეკემბერი. 2018. 19:47

 

 

თბილისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, „გეორგია შენი პროექტია“-ს დამფუძნებელმა ირაკლი შიხიაშვილმა  „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისრაელის წამყვან გაზეთში „იედიოთ ახრონოთ“-ში დაბეჭდილი სკანდალური სტატის შესახებ ისაუბრა.

 

„ჩემმა ებრაელმა პარტნიორებმა გამომიგზავნეს ისრაელის წამყვანი გაზეთის, „იედიოთ ახრონოთ“-ის 25 ნოემბრის ნომერში დაბეჭდილი სკანდალური სტატია, რომელსაც ხელს აწერს ცნობილი ებრაელი ჟურნალისტი ელი სენირო. ამ პუბლიკაციით მთელი მსოფლიოსთვის ცხადი ხდება, რომ სააკაშვილი შეშლილი ტერორისტი და მკვლელია, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მზად არის, უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინოს. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მყარდება არცთუ ისე უსაფუძვლო ვარაუდი, რომ ზურაბ ჟვანიასა და ბადრი პატარკაციშვილის იდუმალი გარდაცვალების მიღმა სააკაშვილი და ბიძამისი იდგებოდნენ!“ აი ეს სტატია:

 

„საქართველოს ხელისუფლებამ მეტოქეების ბინძური მოქმედების გეგმებს გაშიფვრის მიზნით ებრაული ფირმა CGI დაიქირავა, რომელსაც „მოსადის“ ყოფილი უფროსი იაკო პერი ხელმძღვანელობს. ებრაულმა ფირმამ ხელთ იგდო ფარული ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ბიძამისი თემურ ალასანია საქართველოში ყველაზე მდიდარი, თანაც, ხელისუფლების სათავეში მყოფი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას გეგმავენ.

უკვე მრავალი წელია, საქართველოში პილიტიკური მოვლენები საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს. მადლობა ებრაულ უსაფთხოების კომპანიას, რომელსაც საარჩევნო პროცესში არსებული დიდი სიბინძურის წარმოჩენა შეძლო.

ოთხშაბათს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელზეც მილიონობით მოქალაქე 2 მეტოქეს შორის არჩევანს გააკეთებს. სალომე ზურაბიშვილი სამთავრობო გუნდის ფავორიტი კანდიდატია, გრიგოლ ვაშაძე კი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უჭერს მხარს.

სააკაშვილი საქართველოში აღარ ცხოვრობს. ის იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო, ვინაიდან კორუფციაშია ეჭვმიტანილი. საქართველოდან გაქცევის შემდეგ იგი დიდი ხნის განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა. ამჟამად ყოფილი პრეზიდენტი და მისი ბიძა თემურ ალასანია საერთაშორისო კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში იმყოფებიან. სწორედ ამ დაჯგუფების წიაღიდან „მოსადმა“ ფარული ვიდეოჩანაწერების მოპოვება შეძლო. შეთქმულება „მოსადის“ ყოფილმა შეფმა, CGI კომპანიის პრეზიდენტმა იაკობ პერიმ და ბიზნესმენმა ცვიკან ნავემ გამოააშკარავეს. GCI  კომპანია, რომელიც ინფორმაციების ანალიზით არის დაკავებული, მმართველმა გუნდმა რამდენიმე თვის წინათ მოწინააღმდეგე მხარის სამოქმედო განზრახვის გამოსაკვლევად დაიქირავა.

GCI სამსახურის თანამშრომლებისთვის გამოძიებისა და ოპერატიული ინფორმაციის დამუშავების პროცესში ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ეძებნენ მაღალი კლასის სნაიპერს, რათა ყველაზე გავლენიანი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია მოეხდინათ.

ებრაულმა კომპანიამ თავდაუზოგავი გამოძიების შემდეგ მიგნო იმ ადგილს, სადაც ლიკვიდაცია იგეგმებოდა. წარმატებულად ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ლიკვიდაციის დამკვეთები გამჟღავდნენ. ისინი აღმოჩნდნენ სააკაშვილი და მისი ბიძა თმურ ალასანია.

რა ისმის ჩანაწერში:

  1. ის, რომ უნდა იქირავონ მაღალი კლასის სნაიპერი, რომელიც ესვრის ივანიშვილს.
  2. ჩანაწერში ისმის გინება და ქართველი ერის უხამსი შეურაცხოფა, რომ ქართველები დებილები და შერეკილები არიან.

ჩანაწერის ავთენტურობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლაბორატორიაში შემოწმდა. ექსპერტიზამ სააკაშვილის და მისი ბიძის ალასანიას ხმის ჩანაწერების ნამდვილობა დაადასტურა. მოკვლევის მასალები ქართულ საგამოძიებო ორგანოებს გადაეცათ, რომლებმაც, თავის მხრივ, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

საერთოდ, ასეთი საქმეები საიდუმლოდ დიდხანს არ რჩება. აღნიშნული მასალები საქართველოში ელექტრონული მედიით გავრცელდა. გამოძიების შედეგად შეკვეთილი პოლიტიკური მკვლელობა ჩაიშალა. ამით საქართველოში ისრაელის ავტორიტეტი კიდევ უფრო მეტად ამაღლდა.

იაკობ პერიმ განაცხადა: ჩვენ არ ვასაჯაროებთ ჩვენი დამკვეთების გამოძიების მასალებს. მოცემულ შემთხვევაში, ქართულმა მხარემ თავად ისურვა საზოგადოების წინაშე აღნიშნული მასალების გამჟღავნება“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×