logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია 2025 წლისთვის ახალი სამუშაო ადგილებისა და საშუალო ხელფასის გაორმაგებას პროგნოზირებს
- +

10 დეკემბერი. 2018. 17:21

 

 

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია 2025 წლისთვის ახალი სამუშაო ადგილებისა და საშუალო ხელფასის გაორმაგებას პროგნოზირებს. ამის შესახებ ქობულიამ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა.

 

„პირველ რიგში ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ვიმყოფებით უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე ოდესმე ვიმყოფებოდით, მაგრამ ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია გასაკეთებელი და ჩვენ გვაქვს ამის რესურსი.

 

დღესდღეობით, სტატისტიკის მიხედვით, საქართველო ქმნის 30-35 ათასს სამუშაო ადგილს წელიწადში. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ გავაორმაგოთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ამისთვის ჩვენ გვჭირდება, რომ დღევანდელი ბიზნესები გაფართოვდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ახალი ბიზნესებიც უნდა შეიქმნას. უნდა მოვიზიდოთ უფრო მეტი ინვესტიციები. მაგალითად, ზღვის ტრანსპორტი - განვავითაროთ მცირე გემებით, ე.წ. ფიდერული გემებით მიმოსვლა ევროპასთან, რაც მოგვცემს საშუალებას, უფრო იაფად და სწრაფად დავაკავშიროთ საქართველო ევროპასთან, შესაბამისად, ჩვენს ექსპორტიორებს ტვირთის გადაზიდვა უფრო იაფი დაუჯდებათ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×