logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია: გვინდა, მეტი ვალუტა მოვიზიდოთ და ნაკლები ვალუტა გავცეთ
- +

10 დეკემბერი. 2018. 17:21

 

 

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ  ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვასა და, ასევე, სასარგებლო წიაღისეულის პოტენციალის ათვისებაზე ისაუბრა.

 

„ლაპარაკია სახელმწიფო კომპანიის ეფექტურობის აწევაზე და უფრო მეტი კერძო სექტორის შემოყვანაზე. ბევრად უფრო ინტენსივობით და პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენი ენერგეტიკის განვითარებას, განსაკუთრებით ეს ეხება ჰიდროელექტროენერგეტიკას და ქარის ენერგეტიკას, ასევე ლაპარაკია ჩვენი სასარგებლო წიაღისეულის პოტენციალის უფრო მეტად ათვისებაზე, რასაც მოვიხმართ ადგილზე,  ანუ ადგილობრივ წარმოებაში მაქსიმალურად მოვიხმაროთ ჩვენი წიაღისეული და უცხოეთიდან არ ვიყიდოთ, ანუ ჩვენ გვინდა, მეტი ვალუტა მოვიზიდოთ და ნაკლები ვალუტა გავცეთ. ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან გვყავს ბევრი ინვესტორი, მაგრამ გვინდა, რა თქმა უნდა, რომ  უფრო სხვა რეგიონებიდან მოვიზიდოთ  ინვესტორები, მეტი ინვესტორი გვჭირდება, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×