logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ერთადერთ კაცს გავარტყი ხელი…
- +

12 დეკემბერი. 2018. 22:55

 

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ–ერთ ლიდერი პარლამენტში დღეს მომხდარი დაპირისპირების მიზეზებს განმარტავს.

 

„კაცისთვის ხელი არ დამირტყამს. ძალიან უხერხული და არაკორექტული იქნება ამაზე საუბარი. ერთადერთ კაცს გავარტყი ხელი, რომელიც აფხაზეთის ომის დროს ჩვენს დახვრეტას აპირებდა. ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ თუ გნებავთ“,– განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

დეპუტატის თქმით, მას დღეს ახალი არაფერი უთქვამს და ამაზე ლაპარაკობს იმიტომ, რომ ქვეყანა დაიცვას ბოროტი გამოცდილებისგან.

 

„დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ კრიმინალებს გვეძახის ის ხალხი, რომელიც თავად ჩადიოდა დანაშაულს. ამიტომ მივედი ბატონ მელიასთან“,– დასძინა ინაშვილმა.

 

მისივე თქმით, არ აპირებს, რომ მმართველი გუნდი დაიცვას:

 

„ბატონ მელიას პერსონალურად ჩემთვის რომ არ შეეშალა ხელი, დიაკუსიაში ჩარევას არ ვაპირებდი. „ოცნებამ“ გასცეს პასუხი. როცა მე მომმართა, პასუხი მაშინ მიიღო და მაშინ გაიქცა სხდომათა დარბაზიდან“.

 

როგორც ინაშვილი ამბობს, ენმ დღეს პლიტიკურად აღარ არსებობს:

 

„რა ამომრჩეველი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას? უნდა დაიწყოს გამოძიება და ვნახოთ, რამდენად გვაქვს რეალურად საქმე ცოცხალ ამომრჩეველთან. უახლოეს დღეებში წარვადგენთ მტკიცებულებებს. სიები გაბერილია. კიდევ ერთხელ მივმართავ პროკურატურას, გამოიძიოს“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×