logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: კანონი ცილისწამების შესახებ სააკაშვილის პერიოდში გაუქმდა!
- +

15 დეკემბერი. 2018. 00:53

„პირველ რიგში ხელისუფლებამ, უნდა მიიღოს კანონი ცილისწამებაზე! როდესაც, მე ვიღაც ცილს აღარ დამწამებს, შესაბამისად ბულინგის მსხვერპლი ვეღარ გავხდები! შესაბამისად აგრესია მექნება ნაკლები. მაგალითად ნინი ქარსელაძე გახდა ბულინგის მსხვერპლი, თავისი განცხადების გამო. ბოდიში, მაგრამ უნდა მლანძღო და ჩემი თავისუფლების გამოხატვა აღარაა მერე შეზღუდული? შენ უნდა მლანძღო და მე თუ პროტესტი გამოვთქვი, მე გილახავ თავისუფლებას ან ღირსებას?“ , - ამის შესახებ მედია ჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. მამაცაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი კანონები არ არსებობს.

 

„კანონი არაა არც ბავშვთა დაცვის, არც მედიის დაცვის კანონი არაა. ელემენტალური, როდესაც შეურაცხყოფას გაყენებ თავდასაცავი კანონი არ გაქვს! იქიდან დაიწყეთ დასჯა 9, 10, 15 თუნდაც 35 წლის წინ ვიღაცამ-ვიღაც რომ დასაჯა და დღესაც მორალს მიკითხავენ! ეთიკის კოდექსი მოქმედებს? კანონი ცილისწამების შესახებ სააკაშვილის პერიოდში გაუქმდა!“, - განაცხადა მამაცაშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×