logo_geo
eng_logo
თამაზ მოლაშვილი: ეს ამბავი პირადად მომიყვა ჩემმა შვილმა და ამის შესახებ მისმა მეგობრებმაც იცოდნენ…
- +

16 დეკემბერი. 2018. 00:35

 

 

„როდესაც დაჭერები დაიწყო, სულხანი არ გაქცეულა, საგამოძიებო ორგანოში თავისი ფეხით მივიდა, სადაც პირველივე ღამეს აწამეს“, -  ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის მამა თამაზ მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ჩემი შვილი სულხან მოლაშვილი თამარ ჩერგოლეიშვილის მეუღლემ, გიგა ბოკერიამ აწამა! ახალი დანიშნული იყო სულხანი კონტროლის პალატის თავმჯდომარედ, როდესაც მასთან ერთ-ერთი ხნიერი თანამშრომელი, გვარად ბოკერია მივიდა - ბატონო სულხან, თუ შეიძლება, მე გამიშვით სამსახურიდან და ჩემს ნაცვლად ჩემი შვილი რომან ბოკერია მიიღეთო. სულხანმა გაიცნო ის ყმაწვილი, მოეწონა და მამა-შვილი ორთავე სამსახურში დატოვა. რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც სულხანის ყურამდე მივიდა ინფორმაცია, გიგა ბოკერია შენს წინააღმდეგ რაღაცებს ხლართავსო, რომან ბოკერიას სთხოვა - შენ ბიძაშვილს თუ მოგვარეს ჰკითხე, რა უნდა, რას გადაგვეკიდაო? რადგანაც ეს ახალგაზრდა სულხანის მადლიერი იყო, ბოკერიასგან დაბრუნებულმა ალალად უთხრა - გიგა ბოკერიამ სია მაჩვენა, როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, ეს ადამიანები ციხეში წავლენო, მასში თქვენი გვარიც იყო ნახსენებიო. ეს ამბავი პირადად მომიყვა ჩემმა შვილმა და ამის შესახებ მისმა მეგობრებმაც იცოდნენ.

 

როდესაც დაჭერები დაიწყო, სულხანი არ გაქცეულა, საგამოძიებო ორგანოში თავისი ფეხით მივიდა, სადაც პირველივე ღამეს აწამეს. მის წამებაში მონაწილეობნენ გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი, ვალერი გრიგალაშვილი და სხვები. ჯერ კრიმინალებთან შეუშვეს, იქ რომ არაფერი გამოუვიდათ, მერე ჯურღმულში ჩააგდეს, საიდანაც უკვე მათიას იორშმა და ელენე თევდორაძემ გამოიტანეს ამბავი სულხანის წამების შესახებ.

 

ადამიანურად თანავუგძნობ ნიკა რურუას ოჯახს, მაგრამ მასაც აქვს ნათქვამი - არ გამიგია, სულხან მოლაშვილი ეწამებინოთო. მოლაშვილის ნაწამებმა სურათებმა მთელი მსოფლიო რომ მოიარა, სად იყო მაშინ ასეთი განათლებული, ნაკითხი კაცი?! მაპატიოს გამჩენმა ღმერთმა, მიცვალებულზე რომ ვლაპარაკობ, მაგრამ მათ ხომ მშვენივრად იცოდნენ და იციან ყველაფერი?! იქნებ, ნაწამები სულხანის ფოტოებიც ტყუილია?!“ - განაცხადა თამაზ მოლაშვილი.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×