logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ქვეყნისთვის არის ცუდი, რომ ძლიერი ოპოზიცია არ ჰყავს!
- +

22 დეკემბერი. 2018. 00:02

 

 

„ქვეყნისთვის არის ცუდი, რომ ქვეყანას არ ჰყავს ძლიერი ოპოზიცია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, ძლიერი ოპოზიცია სასურველია ხელისუფლებისთვისაც, რათა ჯანსაღი კონკურენცია არსებობდეს.

 

„თუ გვინდა ქვეყნის განვითარება, საჭიროა ჯანსაღი პოლემიკა და არა ის, რაც ხდება დღეს - ბოთლების სროლა. ეს აგრესია, რაც ხდება ტელევიზორში, არის მიუღებელი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შემოვიდეს მეტი ახალი სახე, ახალგაზრდა, რომ შეიცვალოს ის დამოკიდებულება, რაც აზიანებს ქვეყნის იმიჯს.

 

მივესალმებოდი მესამე ძალას, რადგან როდესაც ადამიანთან შედიხარ პოლემიკაში, არსებობს კორექტულობა, შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, შესაბამისად, ოპოზიციური ძალა, რომელიც მიგითითებს შეცდომაზე და იმაზე, რა არ გააკეთე კარგად, ეს ნორმალურია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×