logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს სახელისუფლებო შტოებში, კრიზისი არსებობს გაერთიანებულ ოპოზიციაში
- +

22 დეკემბერი. 2018. 00:05

 

 

„პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს სახელისუფლებო შტოებში, კრიზისი არსებობს გაერთიანებულ ოპოზიციაში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება.

 

„არანაირ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე არ არის საუბარი. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციით განსაზღვრულ თარიღებში. ოპოზიციის უფლებაა, გამართავს თუ არა აქციას, ბუნებრივია, ეს უნდა იყოს კანონის ჩარჩოებში. პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს სახელისუფლებო შტოებში, კრიზისი არსებობს გაერთიანებულ ოპოზიციაში. ავიღოთ თუნდაც მათი არსებული მდგომარეობა. აშკარაა, რომ შიგნითაც აქვთ დაპირისპირებები“, - აღნიშნა კალაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×