logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „სვეტის” მიერ დაზარალებული არცერთი ოჯახი ბინის გარეშე არ დარჩება
- +

22 დეკემბერი. 2018. 03:59

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „სვეტის” მიერ დაზარალებულებს მხარდაჭერას უცხადებს და პირდება, რომ არც ერთი მათგანი ბინის გარეშე არ დარჩება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

 

„პირადად მე ჩართული ვარ დ საინიციატივო ჯგუფს არაერთხელ შევხვედრილვარ. ამ ადამიანებს ჩვენგან სრული თანადგომა და მხარდაჭერა აქვთ. მათ იციან ყველა ინფორმაცია, ყველა დეტალი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვაკეთებთ, როგორ ვეხმარებით. როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება შესაბამისი სამსახურების მხრიდან. უახლოეს მომავალში, როგორც კი საქმე მერიაში წამოვა, ამ ადამიანებს ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნებათ. ყველაზე მძიმე ის არის, რომ ძირითადად, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ემიგრაციაში არიან წასულები იმის გამო, რომ თავიანთი შვილები და ოჯახი არჩინონ. მათ შეიძინეს “სვეტში” ბინები და ისინი მოატყუეს. კიდევ ერთხელ ვპირდები მათ, რომ არც ერთი ოჯახი არ დარჩება ბინის გარეშე. ყველას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ის ფართი, რაც ნაყიდი აქვს.

 

დედაქალაქის მერია ამ პროცესებს ყველანაირად ხელს შეუწყობს”,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×