logo_geo
eng_logo
ზაზა პაპუაშვილი: სააკაშვილს საქართველოში აუცილებლად ჩამოათრევენ!
- +

23 დეკემბერი. 2018. 03:00

 

„ნაცებმა“ ძალაუფლება რომ დაკარგეს, იმის შემდეგ აიჭრნენ და ბოლომდე დეგრადაცია განიცადეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპაუაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„სამწუხაროდ, ჩვენს გვერდით აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც სხვისი სიკვდილი, დამცირება, გაუბედურება და წამება არაფრად მიაჩნიათ და ამ საზიზღრობას ტაშს უკრავდნენ! ამიტომ, მოცემულ ეტაპზე, ნომერ პირველ საქმედ ხალხისთვის მიცემული დაპირების შესრულება მიმაჩნია, რათა მოსახლეობამ საკუთარ ჯიბეზე იგრძნოს ცვლილებები.

 

„ნაცებმა“ ძალაუფლება რომ დაკარგეს, იმის შემდეგ აიჭრნენ და ბოლომდე დეგრადაცია განიცადეს. თელავში ინაუგურაციის დღეს რას ჰგავდნენ, ხომ ნახეთ? ერთადერთ რამეს ემსახურებოდა მთელი მაგათი „პროტესტი“ - იმის დაფიქსირებას, რომ ცოცხლები არიან!

 

ეჭვი არ მეპარება, რომ ეს დღეც დადგება და სააკაშვილს საქართველოში აუცილებლად ჩამოათრევენ! მთავარია, ქვეყანა დაწყნარდეს, ეს სახელმწიფოებრივი რყევები აღიკვეთოს და მერე ყველაფერს მოვლება!“ - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×