logo_geo
eng_logo
იან კელი: საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას წინ და საერთაშორისო სტანდარტების არჩევნები ჩაატაროს
- +

25 თებერვალი. 2016. 10:49


ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ გაზეთ „რეზონანთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ 2012 წლის არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. მისი თქმით, ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას წინ და საერთაშორისო სტანდარტების მორიგი არჩევნები უნდა ჩაატაროს.



ახლა შემდგომი ამოცანაა, რომ ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას წინ და საერთაშორისო სტანდარტების მორიგი არჩევნები ჩაატაროს.
ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამომრჩევლის ინფორმირებულობას, რათა შესაძლებელი იყოს ობიქტური და მაქსიმალური ინფორმაციის მიღება არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებსა და ცალკეულ პოლიტიკოსებზე. ეს მოგვცემს საშუალებას, გაკეთდეს ინფორმირებული არჩევანი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ პროცესში განსაკუთრებული მისია აკისრია თავისუფალ მედიას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის. შესაბამისად, ხალხს ექნება ობიექტური ინფორმაცია და შესაძლებლობა, რომ გააკეთოს ისეთი არჩევანი, რაც მაქსიმალურად გამოხატავს მის ინტერესებს. ჩვენი მისია ამ პროცესში არის ის, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი დამკვირვებლები, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები", - განაცხადა იან კელიმ.



იან კელიმ ინტერვიუში ასევე საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებითა ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო მაშინ გახდება NATO-ს წევრი, როდესაც თავად NATO იქნება მზად ამისთვის.


 

საქართველო NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი და მესამე მხარეს ვეტოს უფლება არ აქვს ამ გადაწყვეტილებაზე. საქართველო აქტიურადაა ჩართული NATO-ს სხვადასხვა პროგრამასა და მისიაში და ყველა ინსტრუმენტი აქვს, რომ რეფორმები გააგრძელოს და ორგანიზაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს. დამიჯერეთ, მე კარგად ვიცი NATO-ს სუსტი და ძლიერი მხარეებიც, რადგანაც ამ ორგანიზაციაში 3 წელი ვიმუშავე. სისუსტე ალბათ ისაა, რომ რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ყველა, 28 წევრის თანხმობაა საჭირო, რაც არ არის მარტივი პროცესი. მაგრამ არსებობს ძლიერი მხარეც - თუ ერთხელ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ალიანსი ამას მტკიცედ დაიცავს", - განაცხადა იან კელიმ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×