logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: სანამ მკვლელი არ დაისჯება, არ გავჩერდებით!
- +

22 მაისი. 2016. 02:01



„სანამ მკვლელი არ დაისჯება, არ გავჩერდებით, გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ მექანიზმს, რომ ეს ფაქტი არ დარჩეს დაუსჯელი!", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ  ხურჩაში მომხდარი მკვლელობის შესახებ საუბრისას, „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.


 „მინდა, სამძიმარი ვუთხრა გიგა ოთხოზორიას ოჯახს, ეს არის ნამდვილად ტრაგიკული შემთხვევა. კიდევ ერთი უდანაშაულო მსხვერპლი იმ უსამართლობის, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სანამ მკვლელი არ დაისჯება, ჩვენ არ გავჩერდებით, გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ მექანიზმს, რომ ეს ფაქტი არ დარჩეს დაუსჯელი. იცით, რომ შსს- დაიწყო გამოძიება დაუყოვნებლივ და სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დახმარებით უმოკლეს დროში დაადგინა სავარაუდო მკვლელი. რაშიდ კანჯიოღლი პასუხისგებაში მისცა პროკურატურამ 108- და 236- მუხლებით, ასევე დამატებით უნდა გითხრათ, რომ სულ მალე პროკურატურა მიმართავს სასამართლოს ძებნის თაობაზე და საერთაშორისო მასშტაბითაც დაიწყება ამ ადამიანის ძებნა. ეს ადამიანი უკვე მიეცა პასუხისგებაში, ბრალი მას დაუსწრებლად წარედგინა  და მე დარწმუნებული ვარ, დღეს ამ პოზიციიდან, რომ მასთან მიმართებაში მართლმსაჯულება აუცილებლად აღსრულდება.

ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო თანამეგრობასთან, ასევე ვთანამშრომლობთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და გვაქვს შიდა ეროვნული მექანიზმები, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულის აღკვეთას და მის დასჯას ითვალისწინებს", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×