logo_geo
eng_logo
მიხეილ ცაგარელი: 2019 წლიდან ადამიანებში იმატებს ხელფასების გაზრდის სურვილი
- +

4 იანვარი. 2019. 15:41

 

ვინ იქნება აღმოსავლური ზოდიაქოს კალენდრით 2019 წლის მმართველი და გაუმჯობესდება თუ არა პარტნიორებთან ურთიერთობა?  - ამ თემებზე ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „ასავალ-დასავალთან“ ისაუბრა.

 

„აღმოსავლური კალენდრით ახალი 2019 იქნება მიწის სტიქიის ყვითელი ტახის (ღორის) წელიწადი, რომელიც 5 თებერვალს (01:45) შემობრძანდება. იგი თორმეტწლიანი განვითარების ბოლო წელიწადია, რომელიც ითხოვს ყველასგან შედეგების შეჯამებას, ცალკეული ადამიანებისა და სახელმწიფოების შერიგებას, ურთიერთობებში კორექტივების შეტანას, კონტაქტების მოწესრიგებას. ტახის წელიწადი ადამიანებში კონტაქტურობას, სიკეთისკენ მიდრეკილებას, კეთილსინდისიერებას განავითარებს. 2019 წლიდან ადამიანებში იმატებს სამსახურის, ქვეყნის ან ქალაქის შეცვლის, ხელფასის მომატების სურვილი, რამაც, შესაძლოა, სწრაფი კარიერული აღმასვლა გამოიწვიოს. პარტნიორებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება, თუმცა, გრძნობები ზედაპირულ ელფერს შეიძენს. სამაგიეროდ, გასაცნობად მრავალფეროვანი წელიწადი გველის“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×