logo_geo
eng_logo
რეზო თაბუკაშვილის უკანასკნელი წერილი მედეა ჯაფარიძისადმი და გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დაწერილი ლექსი
- +

5 იანვარი. 2019. 13:28

 

 

მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე და რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი - ეს ის წყვი­ლია, რო­მელ­ზეც ძა­ლი­ან ბევრ ისტორი­ას ჰყვე­ბი­ან თბი­ლის­ში. ისი­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ არა მ­ხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი სილამაზით, არა­მედ მათი საქ­მი­ა­ნო­ბით, იმ წვლი­ლით, რო­მე­ლიც ორი­ვემ შე­ი­ტა­ნა ქარ­თული კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

 

რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი - მეც­ნი­ერ-მკვლე­ვა­რი, რო­მელ­მაც არა­ერ­თი ღვაწლ­მო­სი­ლი ქარ­თველის შე­სა­ხებ შე­აგ­რო­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცნო­ბე­ბი. მან მო­ი­ძია და აღ­ნუს­ხა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გაბ­ნე­უ­ლი ქარ­თუ­ლი რე­ლიკ­ვი­ე­ბი და გა­და­ი­ღო არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დოკუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი სა­ქარ­თვე­ლოს წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ.

 

მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე - ქარ­თუ­ლი სი­ლა­მა­ზის სიმ­ბო­ლო, რო­მელ­მაც ერ­თგვა­რად გა­აგ­რძე­ლა პირ­ვე­ლი კი­ნო­ვარ­სკვლა­ვის ნატო ვაჩ­ნა­ძის გზა და ეკ­რან­ზე ქარ­თვე­ლი ქა­ლის სრულყოფას შე­უ­წყო ხელი. მარ­ტო მის მიერ ნა­თა­მა­შე­ბი ქეთო რად ღირს ვახ­ტანგ ტაბლიაშ­ვი­ლის ფილმში „ქეთო და კოტე“, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა წერ­და: „ქეთო და კოტე“ არის სა­ა­მუ­რი, ცო­ცხა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ფილ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ზე, მის მომ­ხიბ­ლავ ხალ­ხზე... ჰო­ლი­ვუდს იშ­ვი­ა­თად თუ შე­უქ­მნია ამ მშვე­ნი­ე­რე­ბის მსგავ­სი რამ“.

 

 

რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი და მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე ერ­თმა­ნეთს ახალ­გაზ­რდა პო­ე­ტე­ბის სა­ღა­მო­ზე შეხ­ვდნენ, სა­დაც, რო­გორც ჰყვე­ბი­ან, მე­დე­ას რე­ზოს „მო­ნა­დი­რის“ მზე­რა შე­უმ­ჩნე­ვია და ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა და­უ­ტო­ვე­ბია. მა­მა­კაც­მა ქა­ლის ყუ­რა­დღე­ბა მხო­ლოდ მა­შინ და­იმ­სა­ხუ­რა, როცა სახ­ლის­კენ მი­მა­ვალ მე­დე­ას ლექ­სე­ბი წა­უ­კი­თხა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, რეზო თაბუ­კაშ­ვი­ლი პა­ტა­რა­ო­ბი­დან წერ­და ლექ­სებს და ზე­პი­რად იცო­და კლა­სი­კუ­რი პო­ე­ზი­ის ბევ­რი მარ­გა­ლი­ტი. 1947 წელს მან მოს­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სახელმწიფო ინ­სტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რა და გა­ა­ნა­წი­ლეს ინ­გლის­ში, თუმ­ცა, წარ­მა­ტე­ბულ კარიერაზე უარი თქვა, რად­გან არ უნ­დო­და, მე­დე­ას­გან შორს ყო­ფი­ლი­ყო.

 

სწო­რედ მე­დეა ჯა­ფა­რი­ძის გაც­ნო­ბის შემ­დეგ და­ი­წყო რეზო თა­ბუ­კაშ­ვილ­მა შექ­სპი­რის სონე­ტე­ბის თარ­გმნა ქარ­თულ ენა­ზე. ეს პრო­ცე­სი 30 წელ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და, რად­გან პირ­ვე­ლი 80 სო­ნე­ტი, რო­მე­ლიც ერთ-ერთ რა­დი­ო­ში მი­ი­ტა­ნა ჩა­სა­წე­რად, და­უ­კარ­გეს. საბოლო­ოდ თარ­გმა­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე რე­ზოს მე­დე­ას­თვის უთ­ქვამს - „თუ შექ­სპირს, როგორც ლი­რი­კოსს სა­ქარ­თვე­ლო­ში თავი არ მო­ეჭ­რა, შენი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რად­გან ეს სონე­ტე­ბი შენ გე­ძღვნე­ბა, შენი ინ­სპი­რი­რე­ბი­თაა და­წე­რი­ლიო“.

 

სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ებს ვხვდე­ბით მათი რძლის, დრა­მა­ტურგ ლაშა თა­ბუ­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლის ,მე­დეა თა­ბუ­კაშ­ვი­ლის წიგნ­ში „რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი“. წიგნ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იხ­სე­ნე­ბენ ამ­ბებს რე­ზო­სა და მე­დე­ას შე­სა­ხებ.

 

 

აი, რას იხ­სე­ნებ­და წყვილს თე­ატრმ­ცოდ­ნე ნა­თე­ლა ურუ­შა­ძე:

 

„რო­გო­რი ლა­მა­ზიც იყო რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, ისე­თი­ვე ლა­მა­ზი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რი ჰყავ­და. დოს­ტო­ევ­სკის უთ­ქვამს: „სი­ლა­მა­ზე გა­და­არ­ჩენს სამ­ყა­როს.“ რე­ზოსა და მედიკოსნა­ირ  ადა­მი­ან­ზეა ეს ნათ­ქვა­მი. ერთ სახ­ლში მოგ­ვცეს ბინა. ჯერ რა­დი­ა­ტო­რე­ბი არ მო­ე­წო­ნათ კედ­ლებ­ზე და ჩა­მოხ­სნეს. მთე­ლი ზამ­თა­რი ყვე­ლას გათ­ბო­ბა ჰქონ­და და მხოლოდ ისი­ნი იყი­ნე­ბოდ­ნენ სი­ცი­ვე­ში.

 

სა­ერ­თოდ, სა­დარ­ბა­ზოს კარი ბევ­რს ამ­ბობს თა­ვის პატ­რონ­ზე. აი, რო­გო­რი კარი ჰქონ­დათ მათ: ჯერ გა­სა­ღებს ტი­ლოს ქვეშ ინა­ხავ­დნენ, მერე გა­სა­ღე­ბი და­კარ­გეს, აი­ღეს და კარ­ზე პატა­რა სარ­კმე­ლი ამოჭ­რეს, რო­მელ­შიც ხელს ჰყოფ­დნენ და გა­რე­დან შიგ­ნით კე­ტავ­დნენ. პო­ლი­ტი­კურ თუ შე­მოქ­მე­დე­ბით კა­მათს ლო­გინ­ში მარ­თავ­დნენ. კარს ღიას ტო­ვებ­დნენ, რომ ვინ­მეს მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში გა­სა­ღე­ბად არ შე­წუ­ხე­ბუ­ლიყ­ვნენ. ერთხელ შე­ვე­დი და მე­დი­კომ რომ და­მი­ნა­ხა, არც აცია, არც აცხე­ლა, პირ­და­პირ მი­თხრა: ნა­თე­ლა ძვირ­ფა­სო, გაი­ხა­დე და და­წე­ქი. იმის მა­გივ­რად, რომ ეთ­ქვა, მე ჩა­ვიც­ვამ და ავ­დგე­ბიო. ჩათ­ვა­ლა, რომ დაღ­ლი­ლი ვიქ­ნე­ბო­დი და დას­ვე­ნე­ბა მჭირ­დე­ბო­და“, - იხ­სე­ნებ­და ნათელა ურუშაძე.

 

კი­ნომ­სა­ხი­ო­ბი ელე­ნე ას­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი წყვი­ლის სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე ასეთ ამ­ბავს იხსე­ნებს:

 

მე­დეა და რეზო ყო­ველ­თვის სხვას ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ლი­ძა­ვა­ში, სახ­ლის ეზო­ში ყო­ველ­თვის სუფ­რა ჰქონ­დათ გაშ­ლი­ლი. ერთხელ რუსი ცოლ-ქმა­რი შე­ვი­და, მი­უს­ხდნენ მა­გი­დას, მიირ­თვეს მწვა­დე­ბი და წას­ვლი­სას ჰკი­თხეს - რამ­დე­ნი გა­და­ვი­ხა­დო­თო... რა გა­დახ­და­ზე იყო ლა­პა­რა­კი, რე­ზოს გა­უკ­ვირ­და. გა­ოგ­ნე­ბუ­ლებ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს, იქ არ მოვხვდი­თო და წა­ვიდ­ნენ..." - იხ­სე­ნებ­და ას­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი.

 

სი­ცო­ცხლის ბოლო პე­რი­ოდ­ში, მძი­მე დი­აგ­ნო­ზის დას­მის შემ­დეგ, რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი ე.წ. „ლე­ჩკომ­ბი­ნა­ტის“ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და. მის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე კვირით ადრე, მე­დე­აც იმა­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ოღონდ რე­ზოს­გან მოშორებით, სხვა პა­ლა­ტა­ში. გვერ­დი­თა პა­ლა­ტი­დან მე­დე­ამ რე­ზოს წე­რი­ლი მის­წე­რა:

 

„რეზი­კო, მომ­წე­რე რამე, თორე ვი­ტი­რებ და გა­ვიქ­ცე­ვი სახ­ლში“; რე­ზომ კი უპა­სუ­ხა: „ჩემო პა­კი­პუკ (ასე მი­მარ­თავ­და მო­ფე­რე­ბით), რამ ან ვინ შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვა­შო­როს ჩვენ?! გკოც­ნი, ჩემო ერ­თა­დერ­თო, ლა­მა­ზო, ჩემო უსაყ­ვარ­ლე­სო...“

 

 

ეს იყო რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ბოლო წე­რი­ლი მე­დეა ჯა­ფა­რი­ძი­სად­მი. რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი 1990 წლის 3 აგ­ვის­ტოს გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შემ­დეგ იპო­ვეს მის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ორი დღით ადრე და­წე­რი­ლი ლექ­სი, სა­ხელ­წო­დე­ბით „შვი­ლიშ­ვი­ლებს“, სა­დაც სა­ოც­რად გულში­ჩამ­წვდომ სტრი­ქო­ნებს ვკი­თხუ­ლობთ:

 

„მშვი­დო­ბას ვე­ტყვი მალე ქარ­თულ ზე­ცის სა­ფი­რონს

და მცი­რე ტალ­ღად შე­ვერ­თვე­ბი ზღვას უნა­პი­როს!

ქარს იმ­ქვეყ­ნი­ურს და­ვახ­ვედ­რებ მალე წინ აფ­რას,

დი­დე­ბუ­ლია, გარ­დვიქ­ცე­ვი უცებ წი­ნაპ­რად!

და თუმ­ცა ჩემი გამ­გზავ­რე­ბა ჰგავ­და წა­მე­ბას,

სიკ­ვდი­ლი მა­ინც არ და­არ­ქვათ გარ­დაც­ვა­ლე­ბას!

მე წა­ვალ, რად­გან დრო აღარ მაქვს უკვე არ­ჩევ­ნის,

მე წა­ვალ, მაგ­რამ სა­მუ­და­მოდ თქვენ­თან დავ­რჩე­ბი,

მეც გი­წი­ნამ­ძღვრებთ, ცხოვ­რე­ბის გზას როცა გაჰყ­ვე­ბით,

მე და­გი­ნა­ხავთ, მაგ­რამ ვე­ღარ და­გე­ნახ­ვე­ბით!

მე არა­სო­დეს არ ვიქ­ნე­ბი თქვენ­თან მო­და­ვე,

სამ­შობ­ლო თქვე­ნი თუ არას­დროს არ იცო­ტა­ვეთ,

მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ, მე იმ დღი­დან თქვენ­თან არა ვარ -

თუ სარ­ბი­ე­ლად სა­ქარ­თვე­ლო გე­პა­ტა­რა­ვათ!

და­მარ­ცხე­ბუ­ლიც არა­სო­დეს ჩან­დეთ საბ­რა­ლოდ,

ვინ­მეს სიგ­ლა­ხე კაც­თა მოდ­გმას არ და­აბ­რა­ლოთ,

ტკბი­ლი გექ­ნე­ბათ სიყ­მაწ­ვი­ლე, მერე სი­ბე­რე,

სხვი­სი მიღ­წე­ვით სი­ხა­რუ­ლი თუ გა­ი­ბევ­რეთ!“

 

მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე რე­ზოს გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში გარ­და­იც­ვა­ლა, 1994 წლის 31 მარტს. ორი­ვე მათ­გა­ნი დაკ­რძა­ლუ­ლია დი­დუ­ბის მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღვა­წე­თა პან­თე­ონ­ში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×