logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მთვარ პრინციპს - სასამართლოს პროგრესს
- +

7 იანვარი. 2019. 17:37

 

 

რატომ ურჩია გედი ფოფხაძეს კომენტარისაგან თავის შეკავება და იცოდა თუ არა მისი კრიტიკული დამოკიდებულება მოსამართლეების მიმართ? - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„შეხედულებების შეთანხმება არის ერთ-ერთი მთავარი თვისება, რაც გუნდს უნდა ახასიათებდეს. ამიტომ, როგორც კი გავიგეთ, რომ იუსტიციის საბჭო აპირებდა მოსამართლეების ვინაობის დასახელებას, გედისაც ვუთხარი და არაერთსაც, რომ სანამ არ გავერკვევით და ჩამოვყალიბდებით, კომენტარს ნუ გავაკეთებთ- მეთქი.

 

გედის გარდა, სხვებსაც ველაპარაკე. კრიტიკული იყო თუ არა მისი პოზიცია, არ ჰქონდა მნიშვნელობა. შეიძლება გუნდსა და საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყოლოდა იმას, რომ ჩვენ ასეთ სენსიტიურ საკითხებზე სხვადასხვა პოზიცია გვაქვს, ამიტომ ჯერ უნდა შევთანხმებულიყავით და შემდეგ გაგვეხმაურებინა“, - აღნიშნავს მამუკა მდინარაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×