logo_geo
eng_logo
გერმანიაში დიდთოვლობას შესაძლოა გარეულ ცხოველთა ნაწილი ემსხვერპლოს
- +

14 იანვარი. 2019. 17:10

დიდთოვლობის გამო, ბაიერნსა და ოსტერ რაიხში, პრობლემების წინაშე არამარტო ადამიანები, არამედ ცხოველებიც აღმოჩნდნენ. გერმანიის ქალაქებში, ტყის მობინადრე ირმები და მელიები სამ მეტრიან თოვლში ვერ გადაადგილდებიან. საცხოვრებელი ფუღუროებიდან ვერ გამოდიან ასევე ციყვებიც და სხვა მღრღნელები.

 

გერმანიის ცხოველთა ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ ცხოველებისათვის დახმარება გაეწია და მათთვის ზამთრის რთული კლიმატი შეემსუბუქებინა. ვერტმფრენების დახმარებით, მათ ცხოველებს საკვები ჩაუტანეს და შეძლებისდაგვარად გზის გაკვალვით სამუშაოებს შეუდგნენ.

 

როგორც გერმანული გამოცემა წერს, სუსტ ცხოველებსა და მწერებს, ამ მძიმე ზამთრის გადატანა გაუჭირდებათ და ისინი სიკვდილისთვის არიან განწირულები.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×