logo_geo
eng_logo
„სემეკი“ დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე: თუ საქმე გვაქვს შეცდომასთან, ეს არის ადამიანური შეცდომა
- +

19 იანვარი. 2019. 23:17

 

„სემეკის“ თავმჯდომარე ირინა მილორავამ დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ „ქრონიკასთან“ ისაუბრა. მისი თქმით, „ყაზტრანსგაზის“ ქმედებაში სისტემური პრობლემა არ გამოვლინდა.

 

„აქ სისტემური პრობლემა ვერ დავინახეთ, რადგან გავიდნენ და შეამოწმეს, პრობლემა იყო, რატომ არ გადაკეტეს ცენტრალური მილი, რათა დაეცვათ კორპუსის უსაფრთხოება. თუ საქმე გვაქვს შეცდომასთან, ეს არის ადამიანური შეცდომა. ერთ-ერთი მათგანი 40 წელი მუშაობდა „თბილგაზში“, მეორე 6 წელია მუშაობს „ყაზტრანსგაზში“, ორივე ავარიული ბრიგადის თანამშრომლები არიან და არანაირი პრობლემა ადრე მათ საქმიანობაში არ ყოფილა“, - განაცხადა „სემეკის“ თავმჯომარემ.

 

„ბინებში იყო დამონტაჟებული დეტექტორები. რომ ყოფილიყო გაჟონვა, დეტექტორი უნდა ამუშავებულიყო. ვიცით, რომ რამდენიმე ბინაში გამორთული იყო დენის წყაროდან დეტექტორი. ეს ბინის მესაკუთრის გადაწყვეტილება იყო“, - ამბობს ირინა მილორავა.

 

„საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, გაზგამანაწილებელი კომპანიების ვალდებულება წყდება წითელ ხაზებთან, შემდეგ გადის მომხმარებელზე პასუხისმგებლობა“, - აღნიშნავს მილორავა.

 

მისი თქმით, წლების განმავლობაში გაზის გაჟონვასთან ან აფეთქებასთან დაკავშირებული პრობლემები გამომდინარეობდა იქიდან, რომ მოსახლეობა თვითნებურად ამონტაჟებდა ან თიშავდა გაზგაყვანილობას. მილორავას აზრით, მოთხოვნები მომხმარებლის მხარესაც უნდა გადავიტანოთ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×