logo_geo
eng_logo
ირაკლი ხმალაძემ დაასახელა ფაქტორები, რომლითაც დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის მსგავსი ფაქტების არიდებაა შესაძლებელი
- +

19 იანვარი. 2019. 23:55

 

თბილისის ვიცე-მერის განცხადებით დიდ დიღომში აფეთქებისას დაზიანებულ კორპუსზე ლაბორატორიული და ექსპერტული კვლევები დასრულდა. ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, კვლევების შედეგად დაგინდა, რომ კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია და არ დაზიანებულა მზიდი კონსტრუქციები. თუმცა, როგორც ხმალაძე ამბობს, საცხოვრებელ კონდიციამდე მისაყვანად აუცილებელია აღდგენითი სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერია განახორციელებს. ამის შესახებ ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკის“ ეთერში თქვა.

 

რაც შეეხება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დამატებითი რეგულაციების შემოღებას, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, რეგულაციები ასეთ პრობლემებს ვერ გადაჭრის, რადგან ასეთი რეგულაციების შემოღებამდე, აუცილებელია მოქალაქეებმაც გაიაზრონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა და შეამოწმებინონ გაზგამანაწილებელ კომპანიებს მათი დანადგარები.

 

„რომ მივაღწიოთ იდეალურ უსაფრთხოებას, ამას მხოლოდ რეგულაციების შემოღებით ვერ ვიზამთ. ჩვენ რომ მივიღოთ უსაფრთხოების საკმარისი დონე, საჭიროა რამდენიმე კომპონენტი: რეგულაცია, მომსახურების მაღალი დონე და ჩვენც დაკვირვებულები უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner