logo_geo
eng_logo
კახა კალაძე „ყაზტრანსგაზზე“: ჩემი შემოსავლები არასდროს დამიმალავს!
- +

25 იანვარი. 2019. 03:44

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ "იმედი LIVE"-ის პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ უარყო კომპანია "ყაზტრანსგაზის" მიმართ მისი ბიზნესინტერესების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და სპეკულაციები.

 

კახა კალაძემ ამ კონტექსტში „ნაციონალურ მოძრაობასთან" მისი უპირატესობები დაასახელა:

 

„ეს არის ჩემი პატიოსნება. არაფერი არ მაქვს დასამალი. რაც გამიკეთებია და შემიქმნია, ყველაფერი დეკლარირებული მაქვს, ამას კანონი მავალდებულებს. თუ რამეს ვიყიდდი, არც ეს მაქვს დასამალი, რატომ დავმალავდი? მაქვს შესაძლებლობები და ღმერთმა მომცა იმის შანსი, რომ წლების განმავლობაში მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ვყოფილიყავი. ასევე იმის ნიჭიც და ინტელექტიც გამაჩნია, როგორ მიმემართა ეს თანხები ჩემი სპორტული მოღვაწეობის დასრულების შემდეგ, რომ მეცხოვრა და ჩემს შვილებს პრობლემები არ ჰქონდეთ. სიკეთის მეტი არაფერი მიკეთებია, რაც შემიძლია ყველას ვეხმარები და ხელს ვუწყობ.

 

მეორე, რაც ამ ადამიანებთან უპირატესობას მანიჭებს ის არის, რომ როდესაც შეკითხვა ისმევა, გამოვდივარ და მას პასუხს ვცემ. რატომ უნდა დავიმალო, როდესაც თეთრზე ამბობენ შავს. და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რომელიც მათთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის განწყობა და დამოკიდებულება ჩემ მიმართ. სიყვარული, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ. ეს არის ურთიერთობა, რომელსაც მე წლების განმავლობაში ვაშენებ და ვუფრთხილდები როგორც საკუთარ ოჯახს", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კახა კალაძის თქმით, რაც ქვეყანში კარგი კეთდებოდა ის ამით ამაყოფდა, თუმცა ასევე საუბრობდა ისეთ საკითხებზე, რაც მაშინდელ ხელისუფლებას არ სიამოვნებდა.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner