logo_geo
eng_logo
რა კავშირი აქვს 23 წლის დაკარგულ მეზღვაურს აგვისტოს ომის ცნობილი ფოტოს გმირთან?
- +

21 იანვარი. 2019. 18:09

 

 

„ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში ნავმისადგომთან გარდაცვლილი იპოვეს“, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა განაცხადა. მისი მტკიცებით, პირველადი დათვალიერების შედეგად დასტურდება, რომ ცხედარი ქართველი მეზღვაურისაა. იოსელიანის თქმით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

 

საქართველოში გადმოსვენების საკითხი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დადგება, რომლის პროცედურებშიც საქართველოს მთავრობა ჩაერთვება.

 

როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, დათო რაზმაძე ზაზა რაზმაძის ვაჟია, აგვისტოს ომში, გორში გადაღებული იმ ცნობილი ფოტოს გმირი, რომელიც დაბომბვისას გარდაცვლილ ძმას დასტირის.

 

ფოტო, რომელზეც ძმები ზვიად და ზაზა რაზმაძეები არიან გამოსახული, 2008 წლის ომის ფოტოქრონიკების ყველაზე ცნობილი კადრია. თავად ზაზა რაზმაძე 2014 წელს კარალეთში, საკუთარი კოტეჯის ეზოში, ელექტროგაყვანილობის მონტაჟისას, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

 

ზაზა რაზმაძეს გორის ძველი ბაზრიდან, სადაც დედამისი მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობდა, რკინის ჯიხური კარალეთის დევნილთა დასახლებაში, საკუთარი კოტეჯის წინ გადაჰქონდა. კოტეჯის სიახლოვეს კი ახალი ბაზარი მდებარეობს. ძველი ბაზრის გაუქმების შემდეგ მოვაჭრეების ნაწილი ახალ ბაზარში გადავიდნენ. თითოეულ მათგანს თავისი ნივთები ახალ ბაზარში გადაჰქონდა. რაზმაძეებსაც სავაჭრო ჯიხური სპეციალური მანქანით ე.წ. ამწეთი გადაჰქონდათ. ზაზა რაზმაძე ამწეს ხელით ეხმარებოდა, რა დროსაც ძაბვა ჯიხურის კონსტრუქციებზე გადავიდა.

 

რაზმაძეები სოფელ ერედვიდან არიან დევნილები და სოციალურ გაჭირვებას განიცდიან.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner