logo_geo
eng_logo
ვისი პროვოცირებულია ბათუმის ბოტანიკური ბაღის უსაფუძვლო სკანდალი?
- +

25 თებერვალი. 2016. 12:57


ვისი პროვოცირებულია ბათუმის ბოტანიკური ბაღის უსაფუძვლო სკანდალი; რატომ ადანაშაულებდა „ნაციონალური მოძრაობა" ბიძინა ივანიშვილს უნიკალური მცენარეების უკანონო გადარგვაში; როგორ და ვისზე გასხვისდა ბოტანიკური ბაღის მიმდებარე სანაპირო ზოლი ერთ ლარად, ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებით და ყალბი დოკუმენტაციით?- ამ თემას ეძღვნება ვახტანგ კომახიძის, ბექა კემულარიას და ბესო კურტანიძის დოკუმენტური ფილმი „ლილიოდენდრონი".


ფილმში პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი კონკრეტულ საქმეზე საუბრობს. 

 

„2013 წლის 15 თებერვალს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სოფელ ციხისძირში არსებული სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. დადგინდა, რომ  აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელიც 10 ჰექტარს შეადგენდა, თაღლითური გზით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ერთ-ერთი ოფშორული კომპანიის სახელზე დარეგისტრირდა. აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში სამართალდამცავი ორგანოები უკანონოდ იყვნენ ჩართულნი", - აცხადებს პროკურორი. 


დოკუმენტურ ფილმში ასევე ნაჩვენებია ყოფილი პრემიერის - ბიძინა ივანიშვილის კომენტარი.

 

„ტერიტორია 2011 წელს, „ნაციონალური მოძრაობის" დროს არის გასხვისებული და მთავარი კითხვა სწორედ აქ იკვეთება - გასხვისებულია უზარმაზარი, უნიკალური ტერიტორია, არა ის ტერიტორია, სადაც ხეა. ხე არის რკინიგზის გადაღმა, რკინიგზის გადმოღმა არის ძალიან ლამაზი ბულვარი და ზღვა", - აცხადებს ივანიშვილი.



 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×