logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: რაც უფრო ნაკლებ აჟიოტაჟს შექმნის მით უფრო მშვიდად იქნება შესაძლებელი გამოძიების ჩატარება
- +

1 თებერვალი. 2019. 03:07

 

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ „თიბისი ბანკისა“ და მამუკა ხაზარაძის გარშემო შექმნილი სიტუაცია პროექტზე პრობლემას ვერ შეუქმნის.

 

„ის, რასაც თქვენ აგორებულ კამპანიას ეძახით, არის აქტიური ინტერესი ამ საკითხის მიმართ. რაც უფრო ნაკლებ აჟიოტაჟს შექმნის საზოგადოება, მედია, ბიზნესი და საინფორმაციო წყაროები, მით უფრო მშვიდად იქნება შესაძლებელი გამოძიების ჩატარება. კანონი ერთია ყველასთვის და თუ არსებობს კითხვები, მათ პასუხი უნდა გაეცეს. მედიის მხრიდან უნდა იყოს ჯანსაღი ინტერესი. ეს დაეხმარება ანაკლიის კონსორციუმსაც, რომ პორტის მშენებლობისთვის საჭირო ინვესტიციები და დაფინანსება მოიზიდოს. თუმცა, მე არ მგონია, რომ კითხვები ამა თუ იმ ადამიანის მიმართ პრობლემას უქმნიდეს ამ პროექტს. ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, ეს ურთიერთობა მუდმივ რეჟიმში გრძელდება, ვმუშაობთ ამ პროექტის განხორციელებისთვის. რა თქმა უნდა, მისი განხორციელება ამ ეტაპზე არის დაკავშირებული ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. ამ ორგანიზაციამ მოიგო ინტერესთა გამოხატვა და უნდა მოიზიდოს კერძო ინვესტიცია, მაგრამ ბევრს ალბათ აღარ ახსოვს, რომ სწორედ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით 2013 წელს გადაწყდა პორტის მშენებლობა, 2013 წელს მოხდა ინტერესთა გამოხატვა და ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის. ჩვენ სწორედ ის ინტერესი გვქონდა, რომ ბიზნესმა ითავოს ამ პორტის მშენებლობა. ჩვენი თანამშრომლობა ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება. ახლა ჩვენ ვემზადებით სამუშაო შეხვედრისთვის, რომელიც თებერვლის დასაწყისში გაიმართება. გარწმუნებთ, რომ ეს პროექტი აქტიურია, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის და დაინტერესებულები ვართ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა წარმატებით განახორციელოს ეს პროექტი“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×