logo_geo
eng_logo
„ზიმოს“ გააჩნია ყველა საჭირო დოკუმენტაცია ხეების გადარგვის სამუშაოების საწარმოებლად“
- +

25 თებერვალი. 2016. 13:11


ვისი პროვოცირებულია ბათუმის ბოტანიკური ბაღის უსაფუძვლო სკანდალი; რატომ ადანაშაულებდა „ნაციონალური მოძრაობა" ბიძინა ივანიშვილს უნიკალური მცენარეების უკანონო გადარგვაში; როგორ და ვისზე გასხვისდა ბოტანიკური ბაღის მიმდებარე სანაპირო ზოლი ერთ ლარად, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებით და ყალბი დოკუმენტაციით? - ამ კითხვებს ვახტანგ კომახიძის, ბექა კემულარიას, ბესო კურტანიძის დოკუმენტური ფილმი „ლილიოდენდრონი" პასუხობს.


მასში შპს „ზიმოს" დირექტორის გვანცა ფოცხვერაშვილის განცხადებაც არის მოყვანილი, რომლის თანახმად, კომპანიას გააჩნია ყველა საჭირო დოკუმენტაცია ხეების გადარგვის სამუშაოების საწარმოებლად.


ეს ხეები რომ ჩვენი საკუთრებაა, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი გვაქვს - ეს არის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული ხეები შევიძინეთ. ამის შემდეგ, იმისთვის, რომ ხეების გადარგვის სამუშაოებმა კანონიერად იწარმოოს, ჩვენ პირველ რიგში, რკინიგზის დეპარტამენტის თანხმობა გვჭირდება, რომელიც ჩვენ გვაქვს. ხეებს უწევთ ლიანდაგის გადაკვეთით გზის გავლა. რაც შეეხება ამ მომსახურების ხელშეკრულებას, ეს თავად რკინიგზასთან არის გაფორმებული. შესაბამისად, ამ კუთხით, სრულიად კანონიერიაზიმოს" მოქმედება. გარდა ამისა, იმისათვის, რომ სანაპირო ზოლზე დროებითი მისასვლელი მოვაწყოთ, ჩვენ საავტომობილო დეპარტამენტის თანხმობაც გვაქვს", - განაცხადა გვანცა ფოცხვერაშვილმა.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×