logo_geo
eng_logo
ბიძინა დვალი: ჩამოთვლილ დანაშაულებში ლომის წილი „რუსთავი 2“-ზე მოდის!
- +

14 თებერვალი. 2019. 12:38

 

„მე დიდი ხანია აღარ ვუყურებ „რუსთავი-2“-ს, მაგრამ ყოველწუთიერად ვგრძნობ, რომ მისი საცეცები მაინც მწვდება და სულს მიხუთავს, ნერვულ უჯრედებს მინადგურებს, ე.ი. მკლავს ნელი სიკვდილით“, - ამის შესახებ ბიძინა დვალი სტატიაში სათაურით - „რეჟიმი უნდა გასამართლდეს“ წერს.

 

„ცხრაწლიანი დანაშაულებრივი რეჟიმი სრულიად გამიზნულად და გაცნობიერებულად (სისტემურად) კლავდა, აწამებდა, აუპატიურებდა, სახლში უვარდებოდა, ქონებას ართმევდა, ბიზნესს არეკეტებდა, თავისუფალ სიტყვას და აზრს ჩანასახშივე ახშობდა, ისაკუთრებდა ან ხურავდა მედიასაშუალებებს, სახელმწიფო ხაზინას ანიავებდა და ძარცვავდა... რაც ყველაზე მთავარია - წინასწარ გათვლილი გეგმით, მოღალატეობრივად, მეზობელ მტრულ სახელმწიფოს „ხონჩით მიართვა“ ქვეყნის ტერიტორიების 20%.

 

ზემოთ ჩამოთვლილ დანაშაულებში ლომის წილი „რუსთავი-2“-ზე მოდის!

 

მე დიდი ხანია აღარ ვუყურებ „რუსთავი-2“-ს, მაგრამ ყოველწუთიერად ვგრძნობ, რომ მისი საცეცები მაინც მწვდება და სულს მიხუთავს, ნერვულ უჯრედებს მინადგურებს, ე.ი. მკლავს ნელი სიკვდილით, რადგან თავმოყვარეობა და ღირსება ძვირად მიღირს, რადგან ეს ქვეყანა, რომელსაც ლამაზი სახელი - საქართველო ჰქვია, მიყვარს და მისი პატრიოტი ვარ, რადგან უზნეობის და უხამსობის ერთი გამოვლინებაც, თუნდაც ამას სხვების მიმართ სჩადიოდნენ, შეუწყნარებელ ამბად, მოვლენად მიმაჩნია... ასე მზრდიდნენ ჩემი მშობლები, ამას გვასწავლიდნენ ჩვენი დიდი წინაპრები...

 

თვალს ვერ დავხუჭავ და ვერ შევეგუები, რადგან „გატარება“ და გატანინება დანებებას ნიშნავს, მოქალაქის ვალზე უარის თქმას ნიშნავს, ქვეყნის ინტერესთან ზურგშექცევით დგომას ნიშნავს.

 

რა უნდა გააკეთო კაცმა, როგორ უნდა დაუპირისპირდე ქვეყნის ნგრევაზე მომართულ ამ ბოროტების მანქანას, როცა კანონმორჩილი მოქალაქე ხარ და დეზინფორმაცია, ტყუილი, შეურაცხყოფა, ცილისწამება კანონით დასჯადი არაა?

 

როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა, რომელიც სრულად აცნობიერებს თავის წილ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე, გადავწყვიტე, ავირჩიო სამართლებრივი გზა, როგორც უალტერნატივო გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან და შევუერთდე არაერთხელ (მაგრამ არაორგანიზებულად) გახმოვანებულ მოთხოვნას:

 

მიეცეს პოლიტიკური შეფასება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მმართველობის პერიოდს, გამოძიებულ იქნას ყველა სისტემური დანაშაული და გამოძიებულ იქნას აგვისტოს ომის და მისი წინმსწრები მოვლენების გარემოებები.

 

ეს არ მოხდება, თუ ხელისუფლება არ იგრძნობს ხალხის ძალას, თუ ნაცჯალათების გარე მხარდამჭერები არ დარწმუნდებიან, რომ ჩვენი მხრიდან უკან დახევა არ იქნება. ცნობილი შიდა და გარე  დამაბრკოლებელი გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენს სამართლიან მოთხოვნას მხოლოდ მაშინ ექნება შედეგი, როცა ის ტალღასავით აზვირთდება.

 

რეჟიმი უნდა გასამართლდეს!!! დამნაშავეები უნდა დაისაჯონ!!!“ - წერს დვალი.

 

 

 

სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: http://reportiori.ge/

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner