logo_geo
eng_logo
ირმა სოხაძე: ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრება რუსეთს არ დავუკავშირე
- +

23 თებერვალი. 2019. 22:13

 

 

უფიქრია თუ არა ირმა სოხაძეს  კარიერის სხვა ქვეყანაში აწყობაზე და რამდენად ნანობს, რომ მომღერლის პროფესია აირჩია - ამასთან დაკავშირებით ცნობილი მომღერალი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„სხვა ქვეყანაში კარიერის აწყობის საშუალება მქონდა და დღესაც მაქვს რუსეთში ამის შანსები, თუმცა, ახლა ხომ ამაზე ფიქრი აბსურდია. ბედნიერი ვარ, რომ არც მაშინ დავუკავშირე ჩემი ცხოვრება რუსეთს. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ჩემს ქვეყანაში, ჩემს მშობლიურ ქალაქში, სადაც არცთუ ისე ცოტა ხნის წინ დავიბადე.

 

არასდროს მინანია მუსიკალური კარიერის არჩევა. ძალიან ბედნიერი ვარ, მთელი ცხოვრებაა ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს - ვმღერი, ვწერ ლექსებს, მუსიკას და საბავშვო მიუზიკლებს. მოკლედ, ბევრ ისეთ რაღაცას ვაკეთებ, რაც ჩვენს დროში დიდი ფუფუნებაა, ამიტომ საოცრად მადლიერი ვარ უფლის, ბედის და ყველაფრის, რომ ამის საშუალება მაქვს. ძალიან გართულდა ცხოვრება და როდესაც ამ ყველაფერს ახერხებ, თუნდაც მეტ-ნაკლებად, წუწუნი უკვე უსინდისობაა“, - აღნიშნავს ირმა სოხაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×