logo_geo
eng_logo
შალვა ოგბაიძე: სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მძღოლების 87-90%-ს მოსდის ან ოდესმე მაინც მოსვლია ავარია
- +

24 თებერვალი. 2019. 00:30

 

 

თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე გამოეხმაურა ინიციატივას, რომელიც ავალდებულებს ყველა მძღოლს მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევას. ამის შესახებ ოგბაიძემ გაზეთ „ასავლ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„თუ თვალს გადავავლებთ ავტოსაგზაო სატრანსპორტო შემთხვევათა მსოფლიო სტატისტიკას, აღმოვაჩენთ, რომ მძღოლების 87-90%-ს მოსდის ან ოდესმე მაინც მოსვლია ავარია! მათთვის, ვინც ბანკის კრედიტით ყიდულობს ავტომობილს, სატრანსპორტო საშუალების დაზღვევა ისედაც სავალდებულოა და ასეთი მძღოლების რაოდენობა ჩვენი საავტომობილო პარკის დაახლოებით 5-7%-ს შეადგენს. თუმცა, არავინ აზღვევს მესამე პირს, რომლის მიმართაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს პასუხისმგებლობა შესაძლოა წარმოგექმნათ, ავარიის შედეგად მიყენებული ტრავმისა და მატერიალური ზიანის გამო“, -განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×