logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე: ოპოზიციას წაერთვა შესაძლებლობა, რომ სალომე ზურაბიშვილის რუსულ ორიენტაციაზე ილაპარაკოს
- +

4 მარტი. 2019. 15:40

 

ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციის სპეკულირება მის რუსულ ორიენტირებაზე დაასრულა. ექსპერტის თქმით, მნიშვნელოვანი იყო, ზურაბიშვილის შეხვედრები დასავლელ პარტნიორებთან, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ ქვეყანას ევროპული ორიენტაციის პრეზიდენტი ჰყავს.

 

„ის ახლა შეუდგა საქმიანობას და რთულია ილაპარაკო იმაზე, რა შედეგი ექნება მის პრეზიდენტობას. პრეზიდენტს, თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ბევრი არაფერი ეკითხება და ჯერჯერობით არც აქტიურობს. თუმცა ველი, რომ განცხადებებით ნელ-ნელა ჩაერევა საშინაო პროცესებშიც. ვიზიტები კი მართლაც წარმატებული იყო. ვფიქრობ, ოპოზიციას ნამდვილად წაერთვა შესაძლებლობა, რომ სალომე ზურაბიშვილის რუსულ ორიენტაციაზე ილაპარაკოს.

 

არამხოლოდ მისმა განცხადებებმა, არამედ თავდაცვითი სისტემების მოწოდებასა და სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე, მაკრონთან გამართულმა მოლაპარაკებებმაც ცხადყო, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკა, რუსეთის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული. ბევრის მთქმელი იყო მისი შეხვედრა გერმანიის კანცლერთანაც. საინტერესო საკითხები წამოჭრა ალიევთან შეხვედრაზეც, მათშორის, საზღვრის დელეგიტიმაციის თაობაზე“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×