logo_geo
eng_logo
დათო მაღრაძე: ხელისუფლებაში წასვლა არც ადრე მინდოდა და არც ახლა მინდა
- +

20 მარტი. 2019. 15:13

 

რამდენად გაიარა დათო მაღრაძემ კონსულტაციები „დაიცავი საქართველოს“ ყოფილ წევრებთან, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში არიან და აპირებს თუ არა რა გეგმები აქვთ საზოგადოება „დაიცავი საქართველოს“ მომავალთან დაკავშირებით - ამის შესახებ პოეტი „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„პარტიის ყოფილ წევრებთან კონსულტაცია არ გამივლია. „დაიცავი საქართველოს“ ბირთვი არსად წასულა, დღესაც საზოგადოებაშია. ზოგს უნდოდა ხელისუფლებაში წასვლა და არ შესთავაზეს, ზოგს კი არ უნდოდა, მაგალითად, მე... არც ახლა მინდა. მე საზოგადოებაში დავრჩები მას მერეც, როცა სახელმწიფოებრივად და პოლიტიკურად უკეთესობა იქნება ქვეყანაში

 

ახალგაზრდებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით უკვე ვესაუბრე ჩვენი მოძრაობის წევრებს: კახა მიქაიას, ლევან და გია გაჩეჩილაძეებს, შოთა გლურჯიძეს, ლაშა ამირეჯიბს, თემურ ნაცვლიშვილს... ამ ორგანიზაციის გაცოცხლებას ისინიც ჩემსავით აუცილებლად მიიჩნევენ. მქონდა კონსულტაციები ახალგაზრდებთანაც. ისინი ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ თავისი ენთუზიაზმით, ერუდიციითა და ძალიან საინტერესოდ დანახული ხვალინდელი დღით. მათ გვარებს ჯერჯერობით ვერ დავასახელებთ“,- აღნიშნავს დათო მაღრაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×