logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ხელმეორედ ჩაუყარა საფუძველი
- +

9 აპრილი. 2019. 22:22

 

ტელეკომპანია „იმედის“, გადაცემა - „პირისპირ“ სტუმარმა ინტერვიუ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 1989 წლის  9 აპრილის ისტორიული დღის შეფასებით დაიწყო.

 

ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ხელმეორედ ჩაუყარა საფუძველი დამოუკიდებელი სახელმწიფოს.

 

„ჩემთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის 9 აპრილი ასოცირდება ქართული იდენტობის კიდევ ერთხელ გამომჟღავნებას ისტორიაში ჩვენი თავისუფლების. ჩვენ ვართ თავისუფალი და თავისუფლების მოყვარული ერი. ჩვენი სამშობლოსთვის ბევრჯერ გვიბრძოლია და მისთვის დიდი მსხვერპლიც გაგვიღია. სამწუხაროდ მსხვერპლის გარეშე, არც 9 აპრილი დასრულებულა. ძალების არაპროპორციულობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა 9 აპრილს გამარჯვება მოიპოვა. ეს გახლავთ მთავარი სიმბოლო თავისუფლებისაკენ ლტოლვისა.

 

9 აპრილს დაიწყო სწორედ ახალი სახელმწიფოს მშენებლობა. თქვენ იცით, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, სწორედ 9 აპრილს, მეორედ ჩაუყარა საფუძველი საქართველოს ხელმეორედ დამოუკიდებლობას და დემოკრატიულ სახელმწიფოს. ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისაკენ კარგად შეიმჩნეოდა იმ ჩაკეტილ სივრცეში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×