logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილი მშიშარა კაცია, უნდა ჩამოვიდეს და ციხეში ჩაჯდეს
- +

10 აპრილი. 2019. 00:58

 

„სააკაშვილი თავის თავს ატყუებს, ჩვეულებრივი მშიშარა კაცია, უნდა ჩამოვიდეს და ციხეში ჩაჯდეს“,  - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

ივანიშვილის განცხადებით, აბსურდულია ბრალდება, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ასაზრდოებენ და განმარტავს, რომ ყოფილი ხელისუფლების ძირითადი ოპონირების მიზეზი ის რთული მდგომარეობაა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არსებობს.

 

„სააკაშვილი თავის თავს ატყუებს, ჩვეულებრივი მშიშარა კაცია, უნდა ჩამოვიდეს და ციხეში ჩაჯდეს. რამდენად ზნეობრივია სააკაშვილ-ივანიშვილის ტოლობად მოხსენიება?! ხშირად გვიპირისპირდებიან, აირჩია სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველაფერს აკეთებს, რომ ესენი დარჩნენ პოლიტიკაში, რომ მოიპოვონ გამარჯვებაო. ეს ბრალდება ყველანაირ საფუძველს მოკლებულია. რა არის მიზეზი, რომ დღესაც „ნაციონალური მოძრაობაა“ ძირითადი ოპონენტი - ჩვენ 21 წლის განმავლობაში მოვახერხეთ ეკონომიკის დანგრევა, რამაც ათწლეულობით უკან დაგვხია. რა თქმა უნდა მძიმე სოციალური ფონია, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ამაში დანაშაული არ მიუძღვის. „ქართული ოცნება“ რეალური შესაძლებლობიდან თითქმის მაქსიმუმს აკეთებს. მარტო ეკონომიკას არ შეხებია ეს პრობლემები, რაც ჩვენს დაღმასვლაში მივიღეთ. ძალიან დაზიანდა პოლიტიკური ისტებლიშმენტი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით „ნაციონალების „ დროს, როდესაც მათ ფსევდო ოპოზიციების შექმნა მოახერხეს, დარბევა პოლიტიკური პარტიების და ა.შ. ეს შემადგენლობა 21 წლის განმავლობაში უარესდებოდა და როგორც ეკონომიკა გვაქვს ღარიბი, ასეთივე ღარიბია პოლიტიკური სპექტრი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×