logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: 2020 წლის არჩევნებში შედეგი იოლად მისაღწევია
- +

10 აპრილი. 2019. 02:01

 

„ვთვლი, რომ 2020 წლის არჩევნებში შედეგი იოლად მისაღწევია“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

 

„ვთვლი, რომ როგორც დავიწყეთ, როგორც ვაკეთებთ და მობილიზაცია როგორიც არის გუნდში და ის ხუთი თვე, რაც გავიარეთ წლის ბოლომდე და 2020 წლის არჩევნებისთვის, „ქართულ ოცნებას“ არანაირი ხიფათი არ აქვს გამარჯვებაში, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი არ არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს და მოიგოს არჩევნები“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი გაცილებით სხვა რამეა და იქვე დასძინა, რომ ქართულ მედიაში მდარე მასალა გადის და საშინელებები იხატება რაც საზოგადოებაზე ცუდად აისახება.

 

„პრობლემა უფრო ღრმაა, საზოგადოება არ უნდა წავიყვანოთ ცუდი მიმართულებით. თუ მედიაში მსგავსი პროცესები დიდხანს გაგრძელდა, მივიღებთ, ბოდიშის მოხდით, გამოთაყვანებულ საზოგადოებას“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×