logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი გირგვლიანის საქმეზე: მთელი ოჯახი, შეეწირა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას... ამის მოთავე გახლდათ სააკაშვილი
- +

10 აპრილი. 2019. 02:48

 

„დღეს ლევან მურუსიძე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სინონიმია. ამავე დროს, საქმის ადვოკატს შალვა შავგულიძეს დაავიწყდა სააპელაციო სასამართლოში გაესაჩივრებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დამნაშავეების სასჯელთან დაკავშირებით. აპელაცია სასჯელის მომატებაზე დაწერა პროკურორმა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

ბიძინა ივანიშვილმა სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეზე საუბრისას, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება.

 

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საქმის ადვოკატის შალვა შავგულიძის მიერ იმ დროს დაშვებული შეცდომა მან გამოუცდელობას მიაწერა, თუმცა დღეს ეს გადააფასა. ივანიშვილის თქმით, გირგვლიანის მთელი ოჯახი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეწირა და ამის მოთავე მიხეილ სააკაშვილი იყო.

 

„მურუსიძის შემთხვევა აბსოლუტურად პარადოქსული იყო ჩემთვის. დღეს ლევან მურუსიძე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სინონიმია. თუ ახსენებ მურუსიძეს, იმ წუთში მოგდის გირგვლიანი და ასოცირებაც ისეთია, რომ გირგვლიანი მოკლა მურუსიძემ. ამ დროს საქმის ძირითადი ადვოკატი შალვა შავგულიძე, დღეს ასოცირდება როგორც გმირი, რომელმაც მოახერხა და სიმართლის დაგვირგვინება მოახდინა სტრასბურგის სასამართლოში. პირველ რიგში, მოხდა დიდი ტრაგედია. მთელი ოჯახი, პრაქტიკულად, შეეწირა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას. ამის მოთავე გახლდათ სააკაშვილი. ერთადერთი კაცი, რომელსაც მსხვერპლად ჰყავდა მთელი ეს გუნდი და მის ხასიათს იყო მორგებული თავიდან ბოლომდე. სასწრაფოდ მოახერხეს პარლამენტში სამი მოსმენით კანონის შეცვლა, რომ პოტენციურ მკვლელებს სასჯელის ნაკლებობა მიეღოთ. ამის შემდეგ, პირველი ინსტანციის სასამართლო სხვადასხვა სასჯელს უსჯის დამნაშავეებს 7 წელს და 8 წელს .წარმოიდგინეთ, რომ შალვა შავგულიძეს ავიწყდება აპელაციაში შეტანა. აპელაციას სწერს პროკურატურა. მე მინდა, საზოგადოებამ ამას ყურადღება მიაქციოს. ადრე მე ვფიქრობდი, რომ შალვა შავგულიძეს ეს შეცდომა გამოუცდელობის გამო მოუვიდა, მაგრამ დღევანდელი სიტუაციას თუ შევხედავთ, გადავაფასე. კანონის შეცვლა ხომ მოახერხეს სასწრაფოდ, რომ ოთხივე დამნაშავე ერთ კამერაში მოხვედრილიყო და თანაც ნაკლები წლები მიეღოთ. კადრებიც იცით, რომ იქ ჩვეულებრივი ქეიფი მიდიოდა, მანქანებით გარეთ გულაობდნენ და ქალებსაც ართმევდნენ. აი, ეს იყო ის ხელისუფლება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×