logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი მედიის კრიტიკაზე: ის რაც „რუსთავი 2“-დან მოედინება ენით აღუწერელია...
- +

10 აპრილი. 2019. 03:04

 

„იაფი ტრიუკებით ცდილობს მედია მოსახლეობის მიზიდვას“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

ივანიშვილის თქმით, დღეს მედია საზოგადოებას მდარე ხარისხის პროდუქტს სთავაზობს, რაც საზოგადოების არასწორი მიმართულებით განვითარებას უწყობს ხელს.

 

„ჩვენ მედია სივრცეს თუ ანალიზს გავუკეთებთ, ბოლო რამდენიმე დღეა ჩვენ მსჯელობა გვქონდა ამაზე გუნდში, იქ საშინელება იხატება. გარდა იმისა, რომ ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა, რაც ნორმალურ ქვეყნებში აკრძალულია, ჩვენთან დედის გინება ტელევიზიებიდან მოდის, ეს მდარე სერიალები და მდარე გადაცემები- ლამის ეროვნულ უსაფრთხოებაზე განგაში ავტეხოთ.

 

ღარიბი ეკონომიკის პირობებში რეკლამა არის იაფი, თქვენ მხოლოდ რეკლამით გაქვთ შემოსავალი. შესაბამისად, იაფი ტრიუკებით ცდილობს მედია მოსახლეობის მიზიდვას, მათ შორის თქვენი ტელევიზიაც. თქვენი ტელევიზიაც შემიძლია ვაკრიტიკო, არამარტო „რუსთავი 2“, თუმცა ის რაც მოედინება იქიდან, ენით აღუწერელია. აქედან გამომდინარე, ის პრობლემა, რომელიც დგას არის გაცილებით გლობალური, ვიდრე „ქართული ოცნების“ არჩევნები და „ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის აღდგენა. არის უფრო მთავარი ღირებულებები, რომ საზოგადოებას არ წავიყვანთ ცუდი მიმართულებით“, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×