logo_geo
eng_logo
გია ჟორჟოლიანი: ევროპაზე რომ ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ იქ მდიდრები მეტს იხდიან, ვიდრე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები
- +

25 თებერვალი. 2016. 23:39


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ჟორჟოლიანის განცხადებით სოციალური პროექტების განვითარება დაფინანსების გამო სახელმწიფომ საგადასახადო სისტემასთან მიმარტებაშ დამოკიდებულება უნდა შეცვალოს:


 

„სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, სახელმწიფომ თანხების მაქსიმალურად მობილიზება უნდა უზრუნველყოს. ეს კი, სერიოზულ ცვლილებებთანაა დაკავშირებული, რაც ყველა დეპუტატმა უნდა გაიაზროს. ევროპაზე რომ ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ იქ პროგრესული გადასახადებია - მდიდრები ბევრად მეტს იხდიან, ვიდრე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები. ისეთი სოციალური პირობების შექმნა, სადაც ადამიანებს განვითარების თანაბარი პირობები აქვთ, მხოლოდ ამის საფუძველზე ხერხდება. მე ამის მომხრე ვარ, რასაც, საქართველოში, სამწუხაროდ, ბევრი არ ემხრობა. თუ გადასახადებს არ გადავიხდით, სოციალური ხარჯები სახელმწიფომ როგორ უნდა გაწიოს?! სხვა მექანიზმი ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია." - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა გადაცემაში 2030. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×