logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიხლაძე: ნიკა გვარამია პოლიტიკიდან შემოიჭრა ჟურნალისტურ მოედანზე რევანშისტური მიზნებითა და უბინძურესი მეთოდებით
- +

15 აპრილი. 2019. 16:05

 

ირაკლი ჩიხლაძე ნიკა გვარამიას ბრალდებებს პასუხობს. ჟურნალისტმა „პასუხის პასუხი“ გადაცემა „იმედის კვირაში“ გააჟღერა.

 

„გასულ კვირას „იმედის კვირაში“ გასულმა რეპორტაჟმა „ნაციონალური მოძრაობის“ ტელეარხის უფროსი წყობიდან გამოიყვანა, თუმცა, ეს მისთვის ბუნებრივ მდგომარეობად იქცა. მან კვლავ იცრუა - დაგვიწუნა დახვეწილობა, ჟურნალისტური სტანდარტი, მოიტყუა რეიტინგზე და არხის შემოსავლებზე. ვისაც ჩვენი წინა გადაცემა არ უნახავს, შევახსენებ, რომ გვარამია ნიკა იყო იმ სიუჟეტის მხოლოდ ობიექტი და არა სუბიექტი. მისი აზრი შეუძლებელია გაინტერესებდეს, ისევე როგორც მისი რეკვიზიტი თანაწამყვანის (ეკა კვესიტაძის)  სასოწარკვეთილი რეპლიკა კოლეგებზე. გვარამია პოლიტიკიდან შემოიჭრა ჟურნალისტურ მოედანზე რევანშისტური მიზნებითა და უბინძურესი მეთოდებით. რჩება ერთადერთი გზა - გაიყვანო ბინძური მოედნიდან ისე, რომ არ გაისვარო. ბინძური, რომლისთვისაც პრობლემა არ არის, პირობა დადოს და იქვე დაარღვიოს“, - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×