logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: NATO-ს სამხედრო შენაერთი არა მხოლოდ რუსეთს აკონტროლებს, არამედ ურჩ თურქეთსაც ხმელთაშუა და შავი ზღვებიდან
- +

16 აპრილი. 2019. 15:58

 

 

„დღეს შავ ზღვაში NATO-ს ისეთი კონტინგენტი არ არის წარმოდგენილი, რომლებსაც სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში მყისიერი ზემოქმედების მოხდენა შეეძლებათ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის პოზიცია და მონტრეს საერთაშორისო ხელშეკრულება“, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ჟურნალ „თბილისელებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„ზურგის კონტროლის თვალსაზრისით, NATO-ს სამხედრო შენაერთი არა მხოლოდ რუსეთს აკონტროლებს, არამედ ურჩ თურქეთსაც ხმელთაშუა და შავი ზღვებიდან. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ფლოტი შავი ზღვის აკვატორიაში ყველაზე ძლიერია, აშშ-ის სამხედრო ფლოტის გამოჩენა თურქეთის სიძლიერეს ასუსტებს და უნდა თუ არა თურქეთს, იძულებულია, მონაწილეობა მიიღოს NATO-ს სამხედრო ოპერაციებში, ანუ, ფორმალურად, მისი ხომალდები NATO-ს ესკადრილიის შემადგენლობაში არიან, რომლებიც რუსეთს უპირისპირდებიან.

 

დღეს შავ ზღვაში NATO-ს ისეთი კონტინგენტი არ არის წარმოდგენილი, რომლებსაც სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში მყისიერი ზემოქმედების მოხდენა შეეძლებათ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის პოზიცია და მონტრეს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც 1936 წელს დაიდო. ჯერ ერთი, ამ ხელშეკრულებით, შავი ზღვის აუზის ქვეყნებს არ შეუძლიათ, სამხედრო ხომალდები 21 დღეზე მეტი ხნით დააყოვნონ შავ ზღვაში და მეორე მხრივ, სრუტეებში მხოლოდ გარკვეული წყალწყვის გემებს შეუძლიათ გავლა“,- აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×