logo_geo
eng_logo
ირანდა კალანდაძე: ახალი აფერა, ანუ „შვარციკი“ - ნელი მოქმედების ნაღმი
- +

27 აპრილი. 2019. 09:11

 

2002 წლის მონაცემებით, საქართველოში 248 929 სომეხი ცხოვრობს. ეს კი მოსახლეობის საერთო რაოდენობის 5,7 პროცენტს შეადგენს. სომხები საქართველოს სამხრეთით, სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში კომპაქტურად ცხოვრობენ.

 

სომხეთი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დიდ ნაწილს საქართველოს გავლით ახორციელებს და თავისი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საჭიროებას ამ ქვეყნის ტერიტორიიდან გამვლელი ხაზით იკმაყოფილებს. ამ და კიდევ სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობას.

 

სომხეთი აცხადებს, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ მან მხარი მაინც დაუჭირა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ მოთხოვნებს.

 

ის მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა და დე-ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საშუალებით ურთიერთობა დაამყარა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. იქ ჩატარებულ არჩევნებში დამკვირვებლები გაგზავნა და მონაწილეობა მიიღო იქ გამართულ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.

 

სომხეთი ფიქრობს, რომ მოკლე დროის განმავლობაში მთიანი ყარაბაღის პრობლემას თავის სასარგებლოდ გადაწყვეტს და მერე გაააქტიურებს საქართველოში ჯავახეთის საკითხს.

 

ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ პარტია „დაშნაკცუთიუნმა“ 2003 წელს ჯავახეთის საკითხის გააქტიურება მოითხოვა.  მათ ჯავახეთი „დიდი სომხეთის“ ნაწილად მიაჩნიათ. ამ პარტიის აზრით, მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების შემდეგ ჯავახეთის რიგი დადგება. ამ საკითხებზე აქტიურად მუშაობს სომხეთში არსებული პოლიტიკური პარტია „ზორ ჰაირენიკ - ძლიერი სამშობლო“.

 

„ჯავახკ - სახალხო მოძრაობა“, „ზანგის ორგანიზაციები“, „დიდი სამშობლოს პარტია“, „ვირკი“, საქართველოს მიერ „სომხური გენოციდის“ აღიარებას მოითხოვენ.

 

სომხები პროვოცირებენ მთიანი ყარაბაღის მაგალითით და ცდილობენ, ჯავახეთის პრობლემა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დააყენონ.

 

465 ქართულ ეკლესიაზე გამოცხადებული სომეხი ნაციონალისტების სრულიად უკანონო, თავხედური და ანტიისტორიული პრეტენზიების ფონზე ცოტას თუ ესმის, რომ ეს პრეტენზიები ძველი დროიდან მოდის და არც არასოდეს შეწყვეტილა.

 

ეს საკითხი სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად მწვავედ დგას დღეს საქართველოში და წარმოიდგინეთ, საქართველოში არსებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ხელოვნურად ცდილობენ, ცეცხლზე ნავთი დაასხან.

 

კონკრეტულად, მხედველობაში მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც თვითონ უწოდებენ - სამოქალაქო მოძრაობა, სახელად „მრავალეროვანი საქართველო“ და მისი ხელმძღვანელი არნოლდ სტეფანიანი, რომელსაც არაერთხელ განუცხადებია, რომ მხოლოდ თბილისში სომხურ ეპარქიას პრეტენზია აქვს 6 ეკლესიაზე. ესენია: თბილისში – ნორაშენის ეკლესია, სურფ ასტვაცანინი, სურფ მინასი, ნუღნის წმ. გიორგის ეკლესია, კარმირ ავეტარანი და ახალციხის სურფ ნეშანის ეკლესია.

 

როგორც ვიცით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს კათოლიკური ეკლესიის საკითხზეც.

 

იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი ვაი-ქართველი, რომლებსაც ვერ გაუგიათ სიტუაციის სიმწვავე, არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ ლიდერს არნოლდ სტეფანიანს საქართველოს პატრიოტად მოიხსენიებს, სინამდვილეში კი  მისი ყოველი ქმედება საპირისპიროს ამტკიცებს.

 

დიდი ხანი არ არის, რაც სტეფანიანმა ცნობილ ქართველ რეჟისორს რობერტ სტურუას, ე.წ. ბოიკოტი გამოუცხადა. ეს ცნობილი ფაქტია და ამაზე აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ მის განცხადებას წარმოგიდგენთ, რომელიც საქართველოში რადიო „პალიტრაში“ გააკეთა.

 

 

არნოლდ სტეფანიანი: „რობერტ სტურუას რუსულ პრესაში აქვს ინტერ-ვიუები, სადაც ერთ-ერთ გაზეთს უთხრა, რომ სააკაშვილი არ არის ქართველი და არის ნახევრად დეგენერატი და ამ კონტექსტში ის საუბრობს სომხებზე...

თუ ვსაუბრობთ ქსენოფობიაზე, თითქმის იგივე ხდება სამცხე-ჯავახეთში. ისინი პრესაშიც იბლოკებიან, მიტინგებსაც ვერ ატარებენ და არ ჩანან“...

 

საქმე იქამდე მივიდა, რომ არნოლდ სტეფანიანმა სომეხთმოძულეთა 30-კაციანი სიაც გამოაქვეყნა, სადაც ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან ერთად სასულიერო პირებიც არიან შეყვანილი. ეს სია, მან, როგორც ცნობილია, სომხეთის ხელისუფლებას გაუგზავნა.

 

            სტეფანიანი ცდილობს, გაუთვითცნობიერებელი ადამიანები დაარწმუნოს, რომ ის არის მშვიდობის მტრედი და ქართველებსა და სომხებს შორის კონფლიქტს აჩერებს. ასევე ურთიერთობას აგვარებს „ვირქთან“ და „ჯავაკხისთან“, რომლებიც არიან სომხური ექსტრემისტული დაჯგუფებები და აცხადებენ, რომ ჯავახეთის მიწა არის სომხების. ისინი ამ მიწას უძღვნიან ჰიმნებს, ლექსებს და ამას ინტერნეტში ათავსებენ.

 

გარდა ამისა, ინტერნეტში აქვეყნებენ ქართველი ერისთვის შეურაცხმყოფელ ვიდეორგოლებს. სწორედ ამ ექსტრემისტული დაჯგუფებებისა და სტეფანიანის სურვილია, ჯავახეთი ავტონომიურ რესპუბლიკად გამოაცხადონ და იგი სომეხმა სეპარატისტებმა ჩაიგდონ ხელში.

 

            სომხების რეაქციული ნაწილის და ამ შემთხვევაში, არნოლდ სტეფანიანის, როგორც წმინდა სისხლის სომეხის სურვილი და ინტერესია „დიდი არმენიის“ ხილვა და ამ გლობალურ გეგმაში არა მხოლოდ ყარაბაღი და მისი მიმდებარე ტერიტორიები, არამედ სამცხე-ჯავახეთი და თითქმის სრულიად საქართველო მოიაზრება და რომ იცოდეთ, ეს სულაც არ არის მხოლოდ სტეფანიანის ოცნება და სურვილი.

 

            როგორც გაირკვა, 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, არნოლდ სტეფანიანმა შეკრიბა თავისი თანამოაზრეები, სომხური დროშებითა და პლაკატებით და სომეხ მოსახლეობას მოუწოდა, ჯავახეთის ავტონომია მოეთხოვათ საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან.

 

რათა ნებისმიერ სომეხს, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ცხოვრობენ, მიუხედავად სომხეთის ან რუსეთის მოქალაქეობის ქონისა, შეეძლონ მიიღონ არა მარტო ბინადრობის უფლება საქართველოში, არამედ საქართველოს მოქალაქეობაც.

 

სტეფანიანი ხშირად აღნიშნავს -  მე ვაკავებ ახალციხის სომეხ მოსახლეობას, თორემ თბილისისკენ დაიძვრებიან და ომი დაიწყება საქართველოშიო.

 

კი, მაგრამ ვინ არის თავად არნოლდ სტეფანიანი? - დიდი ხანი არ არის, რაც, საგადასახადო ინსპექციის ბრძანების საფუძველზე, დაილუქა შპს „ჰიპერიონი“, რომლის დამფუძნებელი გახლავთ ბატონი  სტეფანიანი. დაილუქა არნოლდ სტეფანიანის მამის პროდუქტების მაღაზიაც, რომელიც ვაზისუბანში მდებარეობს.

 

            შპს „ჰიპერიონის“ დალუქვას გადასახადებისგან თავის არიდებას უკავშირებენ.

 

როგორც ცნობილია, სტეფანიანი გახლდათ ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინაც ჯორჯ სოროსისგან დაფინანსებული გრანტი მიიღო.

 

აქვე დავძენ, რომ იმის მიუხედავად, თითქოს სომხეთში დასავლურმა ძალებმა გაიმარჯვეს და ახალ სააკაშვილად მონათლულმა პაშინიანმა ჩაიგდო ხელში სომხეთის მმართველობა, მიიჩნევენ, რომ ამ საქმეში დიდია თბილისელი სომეხის სერგეი ლავროვის როლი.

 

სანდო წყაროს ინფორმაციით, სტეფანიანი ეჭვმიტანილია რუსული სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციების გადაცემაში და მოქმედებს მეტსახელით „შვარციკ“.

 

ამავე წყაროს ცნობით, ის პირდაპირ კავშირზე არის რუსეთის სპეცსამსახურების კაპიტანთან, რომლის მიერ „დავერბოვკებულ“ იქნა 1993 წელს.

 

           

გავლენიანი მფარველების წყალობით, სტეფანიანი ინიშნება ახალშექმნილი ორგანიზაციის „ახალგაზრდა სომეხთა კავშირი საქართველოში“ ხელმძღვანელად. მას ხშირად ხედავდნენ თურმე მაშინ პარლამენტში და ერთ-ერთ დეპარტამენტში მუშაობდა კიდევაც...

 

1999 წელს მან შექმნა ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო“.

 

***

 

ჯერ კიდევ შევარდნაძე ამბობდა, „საქართველო სავსეა უცხოეთის რეზიდენტურითო“, რაშიც ის, პირველ რიგში, სავარაუდოდ, რუსეთს  და რუსეთის აგენტურას გულისხმობდა.

 

            რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანამდე სტეფანიანს თურმე მჭიდრო კავშირები ჰქონდა სამცხე-ჯავახეთში სამხედრო ბაზის მნეებთან (ადმინისტრატორები სამეურნეო დარგში) ხოვიკ ეგიზაროვთან და არამ შაროიანთან.

 

            ამ კავშირებით იგი ცდილობდა, შენარჩუნებულიყო სიტუაცია ქართულ-სომხურ საზღვარზე იმ ფორმით, რა ფორმითაც ის არსებობდა 2003 წლამდეო.   

 

            ამასობაში ის ქმნის ორგანიზაციებს „ნორ სერუნდ“, „თბილისელი სომხების ასამბლეა“, „სომეხ ვეტერანთა კავშირი საქართველოში“...

 

            საინტერესოა, რომ სტეფანიანს აგენტურული საქმიანობისთვის ხშირად იბარებენ რუსეთში, როგორც რუსულ-ქართულ ურთიერთობებში გამოწრთობილ ადამიანს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მისი მიწვევა რუსულ-ქართულ საზოგადოებრივ დიალოგებში რუსეთში.

 

არსებობს სტეფანიანის მიერ სხვადასხვა დროს გაგზავნილი შიფროგრამები, ანუ საიდუმლო ინფორმაციები, რაც ადასტურებს მის კავშირებს რუსეთის სპეცსამსახურებთან. ამ მასალებიდან ჩანს, რომ მთავარი ყურადღება საქართველოს სამხრეთ რეგიონზეა გადატანილი. ამიტომ სტეფანიანის მთავარ ობიექტად სამცხე-ჯავახეთი სახელდება. ამ საქმეში, როგორც ცნობილია, მას კურატორობს რუსეთის ФСБ-ს განსაკუთრებული განყოფილების ხელმძღვანელი.

 

ერთ-ერთი შიფროგრამა იუწყება:

 

30 апреля 2006 года

25 апреля провели акцию у входа на военную базу с активным участием наших ребят. 26 числа наши смогли блокировать подъездную дорогу к базе и на несколько часов парализовали движение военной техники. В ближайшие дни планирую направить наших людей в сёла для проведения агитации среди населения против вывода базы. В случае мобилизации достаточного количества сторонников, было бы целесообразно провести в Ахалкалаки масштабный митинг. В связи с вышеизложенным, потребуются финансовые средства, о размере которых мы уже беседовали. Жду ваших соображений. „Шварцик“

 

ამ ცნობას სტეფანიანი მას შემდეგ აგზავნის, რაც ის თბილისის პოლიტიკურ ელიტაში შეაგზავნეს და პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წევრად მიავლინეს სპეციალური დავალებით.

 

სტეფანიანს განსაკუთრებით ააქტიურებენ არჩევნების დროს, დესტაბილიზაციისთვის სამცხე-ჯავახეთში - ის იქ საჭირო უნდა იყოს, რათა აგენტი მიიღოს პოლიტიკურმა ელიტამ, როგორც საქმიანი ადამიანი. მით უფრო, რომ მის მიმართ პრეტენზიების წაყენება არაა ადვილი, თუ დემოკრატიაა, ყველას ხომ უნდა მიეცეს აქტიურობის შესაძლებლობა?!

 

იმის მიუხედავად, რომ არნოლდ სტეფანიანი და მისი ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო“ სოროსის ფონდიდან იკვებება, როგორც  ხედავთ, ეს არ უშლის ხელს, რუსეთთანაც იქონიოს მჭიდრო კავშირები, რაც ნიშნავს, რომ არსებობს სერიოზული საფრთხე, ნაღმი, რომელიც დროს ელოდება, რომ აფეთქდეს.

 

 

 

 

ავტორი ირანდა კალანდაძე

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×