logo_geo
eng_logo
ზაზა სარალიძე: ვწუხვარ, რომ ჩემი სახელი საზოგადოების თვალში „ნაცებთან“ გაიგივდა
- +

27 აპრილი. 2019. 19:42

 

„არც მომავალში მექნება სააკაშვილთან შეხვედრის სურვილი და არც მისი მიზნები მაინტერესებს, მე ჩემი გასაჭირი მაქვს...“ - ამის შესახებ შვილმოკლული მამა ზაზა სარალიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ფინანსური მხარდაჭერა მხოლოდ ემიგრანტებისგან მქონდა და არა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან. უკიდურეს შემთხვევაში, წარვადგენ ქვითრებს, რათა ცხადი გახდეს, ვინ მირიცხავდა თანხას. ადრე დისტრიბუციაში ვმუშაობდი, საბითუმო მაღაზია მქონდა, მაგრამ გავკოტრდი. არცერთი პარტია მატერიალურად არ დამხმარებია. სააკაშვილმა აქციაზე ერთ-ერთ კარავში მართლაც დარეკა, თუმცა იმ მომენტში აქციაზე არ ვყოფილვარ. ამ ადამიანთან არასოდეს მქონია საუბარი, შეხვედრაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია! არც მომავალში მექნება სააკაშვილთან შეხვედრის სურვილი და არც მისი მიზნები მაინტერესებს, მე ჩემი გასაჭირი მაქვს ჩემი მოკლული შვილის მიმართ სამართლიანობის აღსადგენად!

 

მინდა, ისე ვიცხოვრო, რომ არცერთი შვილმოკლული მამისთვის თვალებში ჩახედვის არ შემრცხვეს და ჩემ მიმართ ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა შემეძლოს, იმის მიუხედავად, თუ რომელმა ხელისუფლებამ გააუბედურა მათი ოჯახები. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი სახელი საზოგადოების თვალში „ნაცებთან“ გაიგივდა. მე მხოლოდ ჩემი ოჯახის მიმართ სამართლიანობის აღდგენა მაინტერესებს“,- აღნიშნავს ზაზა სარალიძე.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×