logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: ცილისწამებისგან თავდასაცავად არანაირი საშუალება არ არსებობს!
- +

26 თებერვალი. 2016. 11:52



„უნდა აღდგეს თუ არა ცილისწამების მუხლი?"  - „რეზონანსის" შეკითხვას უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პასუხობს.



„ეს მუხლი არის დაცვის მექანიზმი იმ ბინძური კამპანიისგან, რომელსაც დღეს სხვა ვერანაირი მექანიზმი ვერ სჯის და ადამიანები არიან დაუცველები. ცილისწამებისგან თავდასაცავად, გარდა სამოქალაქო წესისა, არანაირი საშუალება არ არსებობს. შენ ვერ იცავ თავს, რადგან შეიძლება ძალიან დიდმა ნაწილმა ჩათვალოს, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლების საშუალება და, ფაქტობრივად, შენ აბსოლუტურად დაუცველი ხარ. ერთადერთი, შესაძლებელია, რომ ადამიანმა პროკურატურას მიმართოს, რაც არ ხდება ხოლმე. ეს მექანიზმი მკვდარია და არ მოქმედებს", - აცხადებს ნანა კაკაბაძე.


საკრებულოს დეპუტატ თედო კობახიძის ინიციატივით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცილისწამების მუხლი უნდა დაბრუნდეს:



იხილეთ:



ირაკლი სესიაშვილი: ცილისწამება რომ დასჯადი გახდეს, ეს მედიას შეზღუდავს და მე ამის მომხრე არ ვარ!

http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=919



ლუკა კურტანიძე: მტკიცებულების გარეშე ადამიანის დადანაშაულება დასჯადი უნდა გახდეს და გახდება კიდეც!


http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=950




 





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×