logo_geo
eng_logo
ილია მეორე: დღეს ხარობს ცა და ქვეყანა, დღეს ჩვენ თაყვანს ვცემთ წმინდა ნინოს!
- +

1 ივნისი. 2019. 14:35

 

 

„დღეს ხარობს ცა და ქვეყანა, დღეს ჩვენ თაყვანს ვცემთ წმინდა ნინოს“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში განაცხადა.

 

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, წმინდა ნინოს შემოსვლის 1700 წელს. დღეს ხარობს ცა და ქვეყანა, დღეს ჩვენ თაყვანს ვცემთ წმინდა ნინოს, რომელმაც იტვირთა მოქცევაი ქართლისაი. დიდება უფალს და მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისთვის. ეს ყველაფერი ღვთის წყალობით მოხდა. ჩვენთან არს ღმერთი. დღეს ზეიმობს მთელი საქართველო, დიდი საზეიმო წირვა აღესრულება მთელ საქართველოში.

 

ბოდბეში, თქვენ იცით, რომ აშენდა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. 1700 წელი დასჭირდა იმას, რომ აშენებულიყო ეს ტაძარი. თქვენ იცით, წმინდა ნინომ ააშენა წმინდა გიორგის ტაძარი, თანამედროვე საქართველომ ააშენა წმინდა ნინოს ტაძარი. წმინდა ნინო შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს“, - განაცხადა პატრიარქმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×