logo_geo
eng_logo
40-სებასტიანელი მოწამის სახელობის ტაძარზე ახალი წარწერა აღმოაჩინეს
- +

11 ნოემბერი. 2016. 20:39



40-სებასტიანელი მოწამის სახელობის ტაძარზე, რომელიც ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალში მდებარეობს, რეაბილიტაციისას, ახალი წარწერა აღმოაჩინეს.


სპეციალისტების ვარაუდით, წარწერა ტაძრის კუთხეში, მე-6 საუკუნეში უნდა იყოს ამოტვიფრული.


ბერძნული წარწერა ექვსი სიმბოლოსგან შედგება. თავში და ბოლოში ჯვრები აქვს დასმული და წარმოადგენს სახარებისეული ფრაზის ნაწილს - „თქვენ მიიღებთ სინათლეს სიცოცხლისა".


ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია, IV-VIII სს. ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) სამეფოს დედაქალაქ „ციხეგოჯს", „არქეოპოლისს" წარმოადგენდა.


ეგრისის მეფეთა რეზიდენცია განლაგებული იყო 20 ჰექტარზე და სამი ნაწილისგან შედგებოდა: მთავარი - ქალაქის ქვედა ნაწილი; მონაკვეთი ფერდობზე - გარნიზონისთვის და მთის პლატოზე მოთავსებული - შიდა ციხე. სამნაწილიანი ქალაქი გარშემორტყმული იყო IV, V და VI საუკუნეებში აგებული სამი მტკიცე კედლით.


სხვადასხვა დროს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ნოქალაქევის ტერიტორიზე აღმოჩენილია გალავან-სამზღუდი, ანტიკური ხანის ციტადელის ეგრისის მეფეთა სასახლეების ნაშთები (IV-VI სს.), სამეფო და სამოქალაქო აბანოები, წყალსაცავი (IV-VI სს.), მდინარეზე გამავალი საიდუმლო გვირაბი, IV-VI საუკუნეთა ეკლესიების არქეოლოგიურად გამოვლენილი ნაშთები, XVI-XVIII სს. მხატვრობით შემკული „ორმოც მოწამეთა" გუმბათიანი ტაძარი (VI ს.).


დღეისთვის ფუნქციონირებს არქეოლოგიური მუზეუმი, რომელშიც წარმოდგენილია ნოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები (ძვ. წ. II ათასწ. - XIX ს.).


ნოქალაქევის რეაბილიტაცია, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, 2016 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდება.


 

 

 

right_banner
არქივი
right_banner