logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ასიათასი მოწამის ლოცვით ღმერთმა განამტკიცოს და დაამშვიდოს საქართველო
- +

13 ნოემბერი. 2016. 14:24



დღეს მართლმადიდებელი ეკლესია 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აქვე, პატრიარქმა აღნიშნა, რომ დღეს, მეტეხის ხიდზე პარაკლისი შესრულდება.



„დღეს განსაკუთრებული დღეა. დღეს არის 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღე, რომელთა ცხოვრება და მოღვაწეობა განსაკუთრებული იყო. იცით, ჯალალ-ედ-დინის დროს ეწამნენ ისინი. დღეს პარაკლისი შესრულდება მეტეხის ხიდზე მოწამეების სახელზე. მათი ლოცვით ღმერთმა განამტკიცოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო", - ბრძანა ილია მეორემ.



ქადაგების დასრულების შემდეგ უწმინდესმა რამდენიმე გვარი დალოცა. ასევე 12 ნოემბერს სამების საკათედრო ტაძარში ჯვარდაწერილი წყვილიც დალოცა.


 

right_banner
არქივი
right_banner