logo_geo
eng_logo
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს
- +

4 დეკემბერი. 2016. 11:04



მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს. ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.


ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებს, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი ორმოცდაათი წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. წმინდა ანამ უფალს აღუთქვა, თუ წყალობას მოიღებდა, შვილს მასვე შესწირავდა.

ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მას ასული - მარიამი ეყოლებოდა, რომლისგანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა.

სამი წლის განმავლობაში მარიამი სახლში იზრდებოდა, შემდეგ კი მშობლებმა იგი აღსაზრდელად იერუსალიმში ტაძარში მიიყვანეს.




 

right_banner
არქივი
right_banner