logo_geo
eng_logo
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ეკლესიასა და მრევლს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს ულოცავს
- +

4 დეკემბერი. 2016. 12:48



რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასა და მრევლს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების საუფლო დღესასწაულს ულოცავს.



როდესაც მარიამი სამი წლის გახდა, მშობლებმა უხმეს ნათესავებს, ახლობლებს, ყოვლადწმიდა ქალწული საუკეთესო სამოსით შემოსეს და გალობითა და სანთლებით ხელში მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში.

 

ეკლესიაში პატარა მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია შეეგება, რომელმაც, ღვთის შთაგონებით, ნეტარი ასული წმიდათა წმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, ისიც - წელიწადში ერთხელ.

 

ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა, გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილებს, ხელსაქმობდა, სნეულებსა და დავრდომილებს უვლიდა, თავის წილ ულუფა საკვებს მათ აძლევდა და თვითონ მოიღებდა საზრდოსა ხელთა ანგელოზისაითა." რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასა და მრევლს ამ დღესასწაულს, კეთილდღეობას და ბედნიერებას უსურვებს მათ", - ნათქვამია მისალოც განცხადებაში.




 

right_banner
არქივი
right_banner