logo_geo
eng_logo
პატრიარქმა საქართველოს ხელისუფლებას ბარბარობის დღესასწაული მიულოცა
- +

17 დეკემბერი. 2016. 14:13




სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიაქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში გამართული წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას ბარბარობის დღესასწაული მიულოცა და მრევლს მოუწოდა, წირვაზე მოსმენილი ღვთისმშობლის ლოცვა სახლში წაიკითხონ.


ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მახათას მთაზე გამართულ წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებიან.


წირვის დასრულების შემდეგ პირველად დაირეკა მახათის მთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ზარები.


დაირეკება ახალი ზარები, ღმერთმა ინებოს, რომ ეს ზარები იყოს ზარი მშვიდობისა და სიხარულისა", - ბრძანა უწმინდესმა წირვის დასრულების შემდეგ.



 

right_banner
არქივი
right_banner